გია ასათიანი



გია ასათიანი

გია ასათიანი გია ასათიანი 1984 წელს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრებისთანავე თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი გახდა. 1989 წელს, სან დიეგოში, მოდესტ მუსორგსკის ოპერაში „ბორის გოდუნოვი“ მან პიმენის პარტია შეასრულა.

1990 წელს, მოსკოვში, გია ასათიანმა „ლა სკალას“ აკადემიაში სტაჟირებისთვის გამართულ შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა, 1992-93 წლებში კი სტაჟირება იტალიაში, ოზიმოს აკადემიაში გაიარა. მომღერალი ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორიცაა ვანო სარაჯიშვილის სახელობის (თბილისი) ფიოდორ შალიაპინის (ყაზანი) ვოკალისტთა კონკურსები, აგრეთვე „ვერდის ხმების“ (ბუსეტო) გამარჯვებული. ყაზანის ოპერის თეატრის დასთან ერთად იგი ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და ინგლისში გასტროლებზე მღეროდა. 2001 წელს, ლუბლიანაში, იგი კვლავ გამოვიდა მუსორგსკის „ბორის გოდუნოვში“, ამჯერად - ვარლაამის პარტიით.

მომღერლის რეპერტუარი მოიცავს პარტიებს შემდეგი ოპერებიდან: ჯუზეპე ვერდის „აიდა“ (რამფისი), „რიგოლეტო“ (სპარაფუჩილე) და „დონ კარლოსი“ (ფილიპ მეორე);
აგრეთვე, ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“ (დონ ბაზილიო), მოდესტ მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“  (პიმენი, ვარლაამი), პიოტრ ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ (თავადი გრემინი) და სხვა.