ნიკოლოზ ლაგვილავა



ნიკოლოზ ლაგვილავა

ნიკოლოზ ლაგვილავა ნიკოლოზ ლაგვილავა ვოკალურ ხელოვნებას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში თავისი მამის, რევაზ ლაგვილავას ხელმძღვანელობით 1999-2005 წლებში ეუფლებოდა. 2005 წელს მან მასტერკლასები გერმანიაში ცნობილ მეცო-სოპრანოსთან ვერენა კელერთან გაიარა. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ლაუბახის მეხუთე საერთაშორისო საოპერო ფესტივალზე (გერმანია). 2006-2008 წლებში მილანში, ლა სკალას აკადემიაში სწავლობდა. 2003 წლიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტია.

2001 წელს ნიკოლოზ ლაგვილავამ სტრასბურგში (საფრანგეთი) ევროპის კულტურის ფონდის პრემია მოიპოვა. 2003 წელს იგი საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა III რესპუბლიკურ კონკურსზე I პრემიით დაჯილდოვდა. 2002-2004 წლებში კი საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი იყო.

მომღერლის რეპერტუარშია ბარიტონის მრავალი წამყვანი პარტია, რომელთა შორის აღსანიშნავია: რენატო (ჯუზეპე ვერდის „ბალ-მასკარადი“), ნაბუკო („ნაბუკო“), ჟერმონი („ტრავიატა“), ამონასრო („აიდა“), იაგო („ოტელო“), დონ კარლოსი („ბედის ძალა“), მალატესტა (გაეტანო დონიცეტის „დონ პასკუალე“), გულიელმო (ჯაკომო პუჩინის „ვილისები“), შარპლე („მადამ ბატერფლაი“), სკარპია („ტოსკა“), დონ ჯოვანი (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „დონ ჯოვანი“), დონ ალფონსო („ასე იქცევა ყველა ქალი“), ფიგარო (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“), ალეკო (სერგეი რახმანინოვის „ალეკო“) და სხვა.

მრავალფეროვანი და მდიდარია მომღერლის საკონცერტო რეპერტუარიც, რომელიც მოიცავს ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კამერულ ნაწარმოებებს.