ნანა ძიძიგური



ნანა ძიძიგური

ნანა ძიძიგური
2015 წლიდან დღემდე - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი
2017-2018 სეზონზე - ბრაუნშვაიგის სახელმწიფო ოპერის სოლისტი (გერმანია)


განათლება:
2011- 2014  - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი (მაგისტრის აკადემიური ხარისხი)
2012 – 201 - კუბეკი – მირელა ფრენის ბელკანტოს აკადემია (იტალია)
2007-2011 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი (ბაკალვრის აკადემიური ხარისხი)
2000 - 2004 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი)

შესრულებული პარტიები:
კარმენი - ბიზე, „კარმენი“
ებოლი - ვერდი, „დონ კარლოსი“
გერტრუდი - ჰუმპერდინკი, „ჰენზელი და გრეტელი“
კეიჯი, „ევროპერები“
პირველი მოახლე - შტრაუსი, „ელექტრა“
მაშა - შოსტაკოვიჩი, „მოსკოვი - ჩერიომუშკები“
ნანო - ფალიაშვილი, „დაისი“
ნათელა - ფალიაშვილი, „აბესალომ და ეთერი“
ნაანა - ფალიაშვილი, „აბესალომ და ეთერი“

საკონცერტო რეპერტუარი:      
დვორჟაკის „Stabat Mater” - ალტის პარტია
მოცარტი „რექვიემი“  - ალტის პარტია
მოცარტი „საკორონაციო მესა“ - ალტის პარტია
ბეთჰოვენი, მესა დო მაჟორი - ალტის პარტია
ბახი, „საშობაო ორატორია“, მეცო-სოპრანოს პარტია

გამოსვლები საზღვარგარეთ
2020-2021 - ბაიროითის ფესტივალი. ზიგრუნე - ვაგნერი, „ვალკირია“
2018-2019 - ვუპერტალის სახელმწიფო ოპერა. ფედერიკა - ვერდი, „ლუიზა მილერი“
2018-2019 - ნოიშტრელიცის ოპერა. ულრიკა - ვერდი, „ბალ მასკარადი“

ჯილდოები:
2016 - საერთაშორისო კონკურსის „ ვერდის ხმების“ (“Voci Verdiane”) გამარჯვებული, პირველი პრემიის ლაურეატი, ბუსეტო, იტალია
2015 - ფლორენციის ოპერის კონკურსის ფინალისტი, Maggio Musicale Fiorentino- ს აკადემია
2014 - მონსერატ კაბალიეს სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი, დიპლომანტი
2013 - ნოდარ გაბუნიას სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული, პირველი პრემიის ლაურეატი
2012 - საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი
2011- რომის პრემიის გამარჯვებული
2011 - ვ. სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიანტი