ელენე ჯანჯალია-მაისაშვილი



ელენე ჯანჯალია-მაისაშვილი

ელენე ჯანჯალია-მაისაშვილი ელენე ჯანჯალია-მაისაშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1991 წელს დაამთავრა და ორი წლის შემდეგ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი გახდა. პირველ წლებში, მაესტრო ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით, ელენე ჯანჯალია-მაისაშვილი სოპრანოს რეპერტუარზე მუშაობდა, 2007 წლიდან კი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით, მეცო-სოპრანოს პარტიებზე.

დღესდღეობით მომღერლის მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს სოპრანოსა და მეცო-სოპრანოს ოცდათხუთმეტზე მეტ, მთავარ პარტიას ქართველი, იტალიელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი და ესპანელი კომპოზიტორების ოპერებში, კამერულ-ვოკალურ და ვოკალურ-სიმფონიურ ნაწარმოებებში. მათ შორის, რიხარდ ვაგნერის ოპერებში: იზოლდა („ტრისტანი და იზოლდა“), სენტა („მფრინავი ჰოლანდიელი“), ორტრუდა („ლოენგრინი“), ელისაბედი („ტანჰოიზერი“); ვერდის ოპერებში: აიდა, ამნერისი, ქურუმი ქალი („აიდა“), ულრიკა, ამელია („ბალ-მასკარადი“), ელიზაბედი, პრინცესა ებოლი („დონ კარლოსი“), აზუჩენა („ტრუბადური“). აგრეთვე: ტოსკა (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“); როზინა, ბერტა (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“), სანტუცა, ლოლა, ლუჩია (პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“); დონა ანა და დონა ელვირა (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „დონ ჯოვანი”); ნორმა, ადალჯიზა (ვინჩენცო ბელინის „ნორმა“); დალილა (კამილ სენ-სანსის „სამსონ და დალილა“); კარმენი (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“); ჯოკონდა (ამილკარე პონკიელის „ჯოკონდა“); შარლოტე (ჟიულ მასნეს „ვერთერი“); კატიშა (ართურ სალივანი „მიკადო“); ლიზა, პოლინა, გრაფინია (პიოტრ ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ოლგა („ევგენი ონეგინი“); ზემფირა (სერგეი რახმანინოვის „ალეკო“); ლიუბაშა (ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“), ეთერი, ნათელა, ნაანა (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), ნანო („დაისი“), ნენო („ლატავრა“); თამარ დედოფალი (დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“); ბარბალე, ბაბუსი (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“); ლელა, მლოცველი ქალი (რევაზ ლაღიძის „ლელა“); მედეა (ბიძინა კვერნაძის „კოლხთა ასული“);მართა (გოგი ჩლაიძის „დარისპანის გასაჭირი“).

ელენე ჯანჯალია-მაისაშვილის რეპერტუარშია აგრეთვე: ვერდის და მოცარტის რეკვიემები; იოჰან სებასტიან ბახის „მაგნიფიკატი“, ჯოვანი პერგოლეზის Stabat Mater, გუსტავ მალერის მეორე სიმფონია და მრავალრიცხოვანი კამერულ-ვოკალური ნაწარმოები.