ხათუნა ჭოხონელიძე



ხათუნა ჭოხონელიძე

ხათუნა ჭოხონელიძე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის 1998 წლის კურსამთავრებული ხათუნა ჭოხონელიძე სოლო აკადემიურ სიმღერას პროფესორ გ. ლომთაძის კლასში ეუფლებოდა. ამავე წელს, კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში ეთერის პარტია შეასრულა (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“); მონაწილეობა მიიღო ერევანში, ქართული მუსიკის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონცერტში, სადაც შეასრულა ფრაგმენტები ჯაკომო პუჩინის ოპერიდან „ტოსკა“ და პიეტრო მასკანის ოპერიდან „სოფლის ღირსება“.

1998-2004 წლებში მომღერალი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო და ასრულებდა ეთერის (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), მზიას (ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“), ლელას (რევაზ ლაღიძის „ლელა“) სანტუცას (მასკანის „სოფლის ღირსება“) პარტიებს.

2004 წლიდან ხათუნა ჭოხონელიძე თბილისის ზ.ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. ზემოთ ჩამოთვლი როლების გარდა, იგი ასრულებს აიდას (ჯუზეპე ვერდის „აიდა“), ელიზაბედის („დონ კარლოსი“), ლეონორას („ტრუბადური“), ლეონორას („ბალ-მასკარადი“), ტოსკას (პუჩინის „ტოსკა“), ჩო-ჩო სანის („მადამ ბატერფლაი“), ნედას (რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“) პარტიებს.

2016 წელს, „აბესალომ და ეთერის“ პრემიერაზე, რომელიც ოპერის განახლებულ თეატრში შედგა, ხათუნა ჭოხონელიძემ ეთერის პარტია შეასრულა.