ანზორ ხიდაშელი



ანზორ ხიდაშელი

ანზორ ხიდაშელი ანზორ ხიდაშელმა 1998 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2009 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურა (პროფ. ნ. ანდღულაძის და პროფ. თ. მუშკუდიანის კლასში). პარალელურად, იტალიაში მარიო მელანის მასტერკლასი გაიარა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მისი დებიუტი 2009 წელს ერნესტოს პარტიით (გაეტანო დონიცეტი „დონ პასკუალე“) შედგა. ცხრამეტწლიანი სასცენო კარიერის განმავლობაში ანზორ ხიდაშელი ვერდის ოპერებში ასრულებდა მანრიკოს („ტრუბადური“), ალფრედის („ტრავიატა“), ჰერცოგის („რიგოლეტო“) როლებს. ასევე, ტურიდუს (პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“), კანიოს (რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“), პინკერტონის (ჯაკომო პუჩინის „მადამ ბატერფლაი“), აბესალომისა და მალხაზის (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“), კოტეს (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“) პარტიებს. ქუთაისის ოპერის თეატრში იგი ალფრედის, ტურიდუს, კანიოს, მალხაზის, მანრიკოს როლებში გამოდიოდა. მანრიკოს პარტია მან აგრეთვე ნიდერლანდებში, ქაუკისა და ტერნოიზენის თეატრებში შეასრულა. თბილისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ანზორ ხიდაშელმა ალექსი მაჭავარიანის ოპერაში „მედეა“ (იასონი) იმღერა, რომელსაც ვახტანგ მაჭავარიანი დირიჟორობდა.

მომღერლის რეპერტუარშია, აგრეთვე, შემდეგი პარტიები ვერდის ოპერებიდან: ფორესტო („ატილა“), რიკარდო („ბალ-მასკარადი“) და რადამესი („აიდა“).