ფესტივალის შესახებ
თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი 2017 წელს, საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, დაფუძნდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი. საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის პროგრამით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მიმდინარეობდა საფესტივალო სპექტაკლები, მაყურებელმა იხილა მსოფლიოს ცნობილი საბალეტო კომპანიების და ბალეტის აღიარებული ვარსკვლავების გამოსვლები.
ნინო ანანიაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:
თბილისის საბალეტო ფესტივალი წელს მესამედ ტარდება...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ძვირფასო მაყურებელო, ჩვენ სპექტაკლებზე!
ჩვენთვის ფესტივალი, ჩვენი თეატრის დასი, ბალეტი არ არის მხოლოდ პროფესიული ან ეკონომიკური ფასეულობა. ჩვენთვის ეს ერის კულტურა გახლავთ, ის რაც ჩვენ, ქართველებს, გვახასიათებს როგორც ცივილიზაციას.
კულტურა გვეხმარება სამყაროს გაგებაში, სამყაროს ახსნაში და ხანდახან სამყაროსგან გაქცევაში. აი, ზუსტად ისე, როგორც პიკასომ ბრძანა: „ხელოვნებით ჩამოვირეცხოთ ყოველდღიურობის მტვერი ჩვენი სულებიდან“.
და ამ საქმეში გვერდით მაყურებელი გვიდგას, პიროვნებები, ვინც თავის ოჯახურ ბიუჯეტს აკლებს იმისთვის, რომ თეატრში შვილებთან ერთად მობრძანდნენ, და არც მადლობას და არც თავის წვლილის აღნიშვნას ითხოვენ.
მათ კარგად იციან, რომ ხელოვნებას ნაზიარები ბავშვი სულ სხვანაირად ყალიბდება. იციან, რომ მუსიკალურ ინსტრუმენტს ან საბალეტო ხელოვნებას დაუფლებულ ბავშვს 17%-ით ეზრდება სიტყვების ან ციფრების დამახსოვრების უნარი. ამიტომ ვცდილობთ - რაც შეიძლება მეტი ბავშვი მოვიდეს ოპერის თეატრში! გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენს სამშობლოში ყველა ბავშვს კულტურაზე წვდომის თანაბარი უფლება და საშუალება ჰქონდეს! ჩვენი - ყველასი ერთად, - უანგარო მცდელობა ჩამოაყალიბებს ჩვენ შვილებს უკეთეს ადამიანებად, უკეთეს მოქალაქეებად, რაც საბოლოოდ უკეთეს საქართველოს შექმნის ...
ნუ დავჯერდებით ლოზუნგს: „გააკეთე, თუ გამოგდის!“ როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა: „ედისონს 1000 ჩავარდნილი ექსპერიმენტი დასჭირდა, რომ ნათურა გამოეგონა. 1000 ცდას რომ დასჯერებოდა, ეხლა სანთლის შუქში ვიჯდებოდით. ფორდი ოთხჯერ გაკოტრდა, სანამ თავისი პირველი მოდელი შექმნა. ოთხი მცდელობით რომ შემოფარგლულიყო, ეხლა შეიძლება ჯერ კიდევ კარეტები გვემართა”.
გააკეთე ის, რაც შეუძლებლად გეჩვენება, და შედეგი შენ თვითონ გაგაოცებს!
მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იტალიის საელჩოს, კორეის რესპუბლიკის საბალეტო დასს, სტუმრად ჩამობრძანებულ ბალერინებს და პრემიერებს და ყველა იმ პროფესიონალს, ვინც ჩვენ ოპერის და ბალეტის თეატრში შრომობს.
ყველას უღრმესი მადლობა და დიდი სიყვარული!
ნინო ანანიაშვილი
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი
21 ივნისი - პრემიერა. ალექსანდრ კრეინი. „ლაურენსია“ (ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია. ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა), სოლისტები - ლალი კანდელაკი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი), ლაშა ხოზაშვილი (ბოსტონის ბალეტი, აშშ)
23 ივნისი - პრემიერა. ალექსანდრ კრეინი. „ლაურენსია“ (ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია. ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა), სოლისტები - ნუცა ჩეკურაშვილი, იონენ ტაკანო (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი),
25 ივნისი - პრემიერა. ალექსანდრ კრეინი. „ლაურენსია“ (ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია. ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა), სოლისტები - ნინო სამადაშვილი, ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი),
28 ივნისი - ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2.
Sleight of Hand. Mutual comfort. Solo. Cacti
29 ივნისი - ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2.
I New Then. Sleight of Hand. Cacti
30 ივნისი - ლუდვიგ მინკუსი. „დონ კიხოტი“. სოლისტები - ეკატერინა კრისანოვა, ვლადისლავ ლანტრატოვი - დიდი თეატრი (რუსეთი)
1 ივლისი - პიოტრ ჩაიკოვსკი. „გედების ტბა“. სოლისტები - ჩინარა ალიზადე,
ვლადიმირ იაროშენკო - პოლონეთის ნაციონალური ბალეტი
2 ივლისი – Ballet Gala
მონაწილეობდნენ: ნინო ანანიაშვილი, ალექსანდრ ვოლჩკოვი (დიდი თეატრი, რუსეთი), ელისა კარილო კაბრერა, მიხაილ კანისკინი (ბერლინის სახელმწიფო ბალეტი, გერმანია), ალია ტანიკპაევა, გერგეი ლებლანცი (უნგრეთის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები), ჩინარა ალიზადე, ვლადიმირ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტი, აშშ), ლალი კანდელაკი, ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, იონენ ტაკანო, ფილიპ ფედულოვი, დავით ანანელი, ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი)
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი
დირიჟორი: ალევტინა იოფე (რუსეთი)
თბილისის ბალეტის ფესტივალი
2018 წლის პროგრამა
23 - 24 ივნისი 20.00
ფესტივალის გახსნა
პირველი მოქმედება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი
Orawa (პრემიერა)
Petite Cérémonie
მედი ვალერსკის ქორეოგრაფია
მეორე მოქმედება
Spellbound Contemporary Ballet (იტალია)
Formami
Rossini Ouvertures
მაურო ასტოლფის ქორეოგრაფია
26 ივნისი 20.00
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი
სერგეი პროკოფიევი
რომეო და ჯულიეტა
სოლისტები:
ნინო ანანიაშვილი
მარსელო გომესი (აშშ)
28 ივნისი 20.00
ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2
Sad Case
სოლ ლეონისა & პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია
Wir sagen uns Dunkles
მარკო გუკეს ქორეოგრაფია
Subtle Dust
სოლ ლეონისა & პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია
29 ივნისი 20.00
ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2
Sad Case
სოლ ლეონისა & პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია
Short Cut
ჰანს ვან მანენის ქორეოგრაფია
Midnight Raga
მარკო გუკეს ქორეოგრაფია
Subtle Dust
სოლ ლეონისა & პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია
1 ივლისი 20.00
ფესტივალის დახურვა და გალა-პერფორმანსი
პიოტრ ჩაიკოვსკი
„მძინარე მზეთუნახავი“
სოლისტები:
ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა, რუიკა იოკოიამა, (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი), ამანდინ ალბისონი, ჟერემი ლუ კერი (პარიზის ოპერა), მარსელო გომესი (აშშ)
თბილისის ბალეტის ფესტივალი
ფესტივალის პროგრამა
22 – 23 ივნისი 20.00
ფესტივალის გახსნა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი
აღდგენილი ბალეტების პრემიერა
ჰოლგერ სიმონ პაული
კონსერვატორია
(ცეკვის სკოლა)
ავგუსტ ბურნონვილის ქორეოგრაფია
დამდგმელი ბალეტმაისტერები - ფრენკ ანდერსენი, ევა კლობორგი
დამდგმელი დირიჟორი - ზაზა კალმახელიძე
დირიჟორი - ირაკლი ჩოლოყაშვილი
---
ანდრე მესაჟე
ორი მტრედი
(ბალეტი ორ მოქმედებად)
ფრედერიკ ეშტონის ქორეოგრაფია
დამდგმელი ბალეტმაისტერი - კრისტოფერ კარი
დამდგმელი დირიჟორი - ზაზა კალმახელიძე
დირიჟორი - პაპუნა ღვაბერიძე
25 - 26 ივნისი 20.00
K-Arts Dance Company (კორეა)
27 ივნისი 20.00
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი
ადოლფ ადამი
ჟიზელი
ბალეტი ორ მოქმედებად
ჟან კორალის, ჟიულ პეროს და მარიუს პეტიპას ქორეოგრაფია
ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა
ჯოფრი ბალეტის წამყვანი სოლისტები (ჩიკაგო, აშშ):
ჟიზელი - ვიქტორია ჯაიანი
გრაფი ალბერი - თემურ სულუაშვილი
დირიჟორი ალევტინა იოფე (რუსეთი)
28 ივნისი 20.00
პიოტრ ჩაიკოვსკი
„გედების ტბა“
ოდეტა-ოდილია - ნინო სამადაშვილი
პრინცი ზიგფრიდი - რუსლან სკვარცოვი
(მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტი)
დირიჟორი ალევტინა იოფე (რუსეთი)
30 ივნისი, 20.00
ფესტივალის დახურვა და გალა-კონცერტი
მონაწილეობენ:
ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჯოფრი ბალეტი, ჩიკაგო, აშშ), ფრანჩესკო პიჩინინი (ესტონეთის ეროვნული საბალეტო დასი), მარტინა არდუინო, მარკო აგოსტინო (ლა სკალა, მილანი, იტალია), რუსლან სკვორცოვი, ანასტასია გორიაჩევა, ანა ტურაზაშვილი (მოსკოვის დიდი თეატრი, რუსეთი)
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი და ორკესტრი
დირიჟორი: ალევტინა იოფე (რუსეთი)
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი
ფესტივალის მხარდამჭერები:
იტალიის საელჩო საქართველოში და ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება
ფესტივალის სპონსორები:
სასტუმრ „თბილისი მერიოტი“, კომპანია „ვისოლი“, „შატო მუხრანი“,
რესტორანი „ტერა ვაინი“
საინფორმაციო მხარდამჭერები:
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ,რადიო „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „ინდიგო.