1993-1994 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მსახიობი. 1994-1996 წლებში მოსკოვის „აკადემია რენესანს ბალეტის“ დასის მოცეკვავე. 1997-2012 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი. 2012 წლიდან საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორი და კოსტიუმების მხატვარი. 2023 წლიდან სპექტაკლების წამყვანი რეჟისორი.
რეპერტუარი:
მირტა, ჟიზელი - ადანი, „ჟიზელი“
ჯავარა - თორაძე, „გორდა“
პა დე ტრუა, დიდი გედი - ჩაიკოვსკი, „გედების ტბა“
ლუსია, ვარიაცია, მეგობარი - მინკუსი, „დონ კიხოტი“
ესპანური ცეკვა, ინდური თოჯინა - ჩაიკოვსკი, „მაკნატუნა“
ხასინტა - კრეინი, „ლაურენსია“
ბოშა ქალი - მესაჯე, „ორი მტრედი“
სვანილდა - დელიბი, „კოპელია“
ბესი - გერშვინი, „პორგი და ბესი“
გამზათი - მინკუსი, „ბაიადერა“
წამყვანი პარტიები ბალეტებში: „სერენადა“, „აპოლონ მუსაგეტი“, „სიმფონიური ვესტერნი“, „დონიცეტი ვარიაციები“, „ჩაკონა“ „ტარანტელა“ (ბალანჩინის ქორეოგრაფია), „დღესასწაული“ (ეშტონის ქორეოგრაფია), „სიზმრები იაპონიაზე“, „ვარიაციები“, „ლეა“ (რატმანსკის ქორეოგრაფია), „წამი გარდასახვამდე“ (მაკინტაერის ქორეოგრაფია), ასევე გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტებში.