ასისტენტ დირიჟორი.
დაიბადა 1990 წელს, თბილისში. 1997 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, ე.წ. „ნიჭიერთა ათწლედში“ ფორტეპიანოს კლასში სწავლობდა და სხვადასხვა კონცერტსა თუ ფესტივალში მონაწილეობდა.
2007 წელს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტზე ჩააბარა. საგუნდო დირიჟორობას პროფესორ გივი მუნჯიშვილთან დაეუფლა, ხოლო საორკესტრო სადირიჟორო განხრით კერძო გაკვეთილები დირიჟორ ჯანლუკა მარჩანოსთან გაიარა. 2011 წელს, უკვე ბაკალავრის წოდებით, კახი სოლომნიშვილი სწავლას აგრძელებს ამავე ფაკულტეტზე და 2013 წელს მაგისტრის დიპლომს ეუფლება.
2011 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ასისტენტი დირიჟორის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. მას უთანამშრომლია ჯანლუკა მარჩანოსთან, პაოლო არივაბენისთან, მარიანო რივასთან, ლორან პეტიჟირართან, დავით კინწურაშვითან, ვახტანგ მაჭავარიანთან, დანიელე აჯიმანთან, დიმიტრი იუროვსკისთან და სხვებთან, როგორც საოპერო, ისე სიმფონიურ რეპერტუარზე.