თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, 2024 წლის აგვისტოში, პირველად ისტორიაში, ლონდონში, კოლიზეუმის თეატრში „გედების ტბას“ იცეკვებს. სპექტაკლები ინგლისის ნაციონალური ბალეტის ორკესტრის თანხლებით ჩატარდება.
„უნივერსალური და წარმატებული მოცეკვავეების კომპანია, როგორც მას უწოდებს „ნიუ-იორკ ტაიმსი“თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო შესანიშნავი თეატრის საბალეტო დასია, რომელმაც მსოფლიო აღიარებას „ბოლშოი“ და „ამერიკის ბალეტის თეატრის“ ყოფილი პრიმა-ბალერინას ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით მიაღწია“ - წერს London Coliseum ვებ-გვერდზე.
კომპანიის ბოლო გასტროლი გაერთიანებულ სამეფოში 2008 წელს, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.