GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი
2024.02.22

5-6 ივნისს თბილისში ლეილა გენჯერის სახელობის ვოკალისტთა მე-10-ე კონკურსის შესარჩევი მოსმენები გაიმართება

ლეილა გენჯერის სახელობის ვოკალისტთა მე-10-ე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაწყებულია. 

2024 წელს, სტამბოლის კულტურისა და ხელოვნების ფონდის, Borusan Sanat-ისა და ლა სკალას აკადემიის ორგანიზებით, ლეილა გენჯერის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი მეათედ ჩატარდება. კონკურსი, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება,  „თურქი დივას“ ლეილა გენჯერის ხსოვნას ეძღვნება და  მის გარდაცვალებამდე 2008 წელს, მისივე პატრონაჟით ტარდებოდა.

ლეილა გენჯერის სახელობის ვოკალისტთა მე-10-ე კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მომღერლებს 18-დან 32 წლამდე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 3 მაისი. ფინალური ტურები გაიმართება სტამბოლში 2024 წლის  22-27 სექტემბერს.

ლეილა გენჯერის სახელობის ვოკალისტთა მე-10-ე კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა სტეფან ლისნერი.

კონკურსი გამორჩეულია, როგორც საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ამ სფეროს ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლები, ასევე წინა კონკურსების ლაურეატებით, რომლებმაც კონკურსში გამარჯვების შემდეგ, საერთაშორისო კარიერა აიწყვეს.

ლეილა გენჯერის სახელობის ვოკალისტთა მე-10-ე კონკურსის ჟიურის წევრები არიან: ვივიანა ბარიოსი (ბერლინის Deutsche Oper-ის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე), ალესანდრო გალოპინი (მილანის Teatro alla Scala -ს კასტინგ მენეჯერი), დევიდ  გოულენდი (ლონდონის სამეფო ოპერის თეატრის ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამის - Jette Parker Young Artists Programme, სამხატვრო ხელმძღვანელი), ბადრი მაისურაძე (ტენორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) და კარლო ტენანი (სტამბოლის ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი).

კონკურსის ფინალური ტურები  22-27 სექტემბერს სტამბოლში გაიმართება.

კონკურსის შესარჩევი მოსმენები გაიმართება ლონდონში (20 მაისი), ბერლინში (23 მაისი), მილანში (24 მაისი), ნეაპოლში (29 მაისი), სტამბოლში (3-4 ივნისი) და თბილისში (5-6 ივნისი).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესარჩევი მოსმენის გავლა შეუძლიათ განაცხადთან ერთად ვიდეო ჩანაწერის წარდგენის საფუძველზეც.  შესარჩევი მოსმენების შედეგები 1 ივლისს კონკურსის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. კონკურსის ფინალური ტურები სტამბოლში 2024 წლის 22 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

კონკურსი გამარჯვებულებს გადასცემს შემდეგ პრიზებს: I პრემია 7,500 ევრო, II პრემია 4,000 ევრო, III პრემია 1,500 ევრო. აუდიტორიის რჩეული, ლეილა გენჯერის სახელობის მაყურებლის პრიზის მფლობელი, 1,500 ევროს მიიღებს. რაც შეეხება სპეციალურ პრიზებს, Accademia Teatro alla Scala ერთერთ გამარჯვებულს სამთვიან სტიპენდიას გადასცემს. ასევე, სტამბოლის ფილარმონიული ორკესტრის სპეციალური პრიზის მფლობელი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტში და ლონდონის სამეფო ოპერის თეატრის ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამის - Jette Parker Young Artists Programme, სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის ერთკვირიან ქოუჩინგის კურსს (მინიმუმ 5 გაკვეთილი) ლონდონში, სამეფო ოპერის თეატრში. ბერლინის Deutsche Oper და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი თავის რჩეულებს გადასცემენ სპეციალურ პრიზებს, რაც გულისხმობს მათ ერთერთ დადგმაში მონაწილეობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.leylagencer.org/en

მაღალი ხარისხის ფოტო მასალა: www.iksvphoto.com/album/nyymdm

მასმედიასთან ურთერთობა: media@iksv.org