GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ბალეტის მეგობართა საზოგადოება

გიყვართ ბალეტი და ცეკვა? გსურთ იცოდეთ რა ხდება სცენის მიღმა? გსურთ მიიღოთ მოწვევა ბალეტის ექსკლუზიურ წარმოდგენებსა და ღონისძიებებზე?

შემოუერთდით ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოებას!

ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება თავის წევრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას  რომ მიწვეულ იქნენ განსაკუთრებულ ღონისძიებებსა და წარმოდგენებზე. საზოგადოების თაოსნობით ხდება საბალეტო რეპეტიციებზე დასწრების ორგანიზება, შეხვედრების მოწყობა  ნინო ანანიაშვილთან და მოცეკვავეებთან.

საზოგადოების წევრებს საბალეტო წარმოდგენებზე ოპერის თეატრში  სპეციალურად დაჯავშნილი რიგი აქვთ და პერიოდული საინფორმაციო ბიულეტენის მეშვეობით, ისინი მეტ ინფორმაციას  იღებენ ბალეტის სამყაროს და საბალეტო დასის წევრების შესახებ.

ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება აფინანსებს სტიპენდიებს    ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებისთვის  და ხშირად ანაზღაურებს მოცეკვავეების კონკურსებზე ან  ფესტივალებზე გამგზავრების ხარჯებს.

ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება წევრად გახდომით თქვენ უფრო ახლოს გაეცნობით ქართული ბალეტის დღევანდელობას და ადამიანებს, ვინც  ხელოვნების ამ ლამაზ დარგს ქმნის.  თქვენ მიერ გადახდილი საწევრო და შემოწირულობები ეხმარება საქართველოში ბალეტის განვითარებას და გზას უხსნის მრავალ  ნიჭიერ ახალგაზრდას.

ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2006 წელს  და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ინიციატივებს, მისი  ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით და წვლილი შეიტანოს ქართული ბალეტის განვითარებაში.

იმისთვის, რომ შემოუერთდეთ ან უბრალოდ გაიგოთ მეტი ჩვენი წევრობის შესახებ, გთხოვთ, მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: friends.georgianballet@gmail.com

 

საკონტაქტო პირი: ორსოლია საროსი

+995555442196