2025 წლის 3 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის ოპერის თეატრში, რიგით მეოთხე კონკურსი ჩატარდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ოპერის მომღერლებს, რომლებიც იმყოფებიან პროფესიული კარიერის დასაწყისში. კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას, აძლევს რა შესაძლებლობას წარსდგნენ ოპერის სფეროში წამყვანი სპეციალისტებისგან - მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებისა და კასტინგ-დირექტორებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე.
მეოთხე კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
პირველი პრემია - თათა რაზმაძე სოპრანო (საქართველო)
მეორე პრემია - სოკჩუნ კიმი, ბანი (სამხრეთ კორეა)
მესამე პრემია - ლინა წიკლაური, სოპრანო (საქართველო), არპი სინანიანი, სოპრანო (სომხეთი)
თეატრის პრიზი მიიღეს გურგენ პოღოსიანმა (ტენორი, სომხეთი), ბიამბარაგჩა ხურელბატარმა (ბას-ბარიტონი, მონღოლეთი)
ინფორმაცია ჟიურის წევრებისა და კონკურის პირობების შესახებ იხილეთ აქ: წესები და პირობები
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ: operacrowntbilisi@gmail.com
თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსს OPERA CROWN საფუძველი 2018 წლის მაისში ჩაეყარა. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ საქართველოს დედაქალაქში ტარდება და ყოველ ჯერზე კონკურსანტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად საუკეთესო და კეთილგანწყობილ გარემოს სთავაზობს.