„ფერფლი“
სებასტიან კლობორგის კონცეფცია, ქორეოგრაფია, განათება და კოსტიუმები
თანარეჟისორი და დრამატურგი: დავით ხორბალაძე
მუსიკა: ნატალია ბერიძე და ლეო მატისენი
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი - ლანა მღებრიშვილი
„თვალის დახამხამება“
მარია ბარიოსის ქორეოგრაფია
მუსიკა: ანტონიო ვივალდი (წელიწადის დრონი, ზამთარი),
ასტორ პიაცოლა (ბუენოს-აირესის წელიწადის დრონი)
განათება: მაიკლ კანტროვიჩი
კოსტიუმები: მარია ბარიოსი
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი: ნინო ოჩიაური
ლ. ეტო, მ. იამაგუჩი, რ. ტოშა
სიზმრები იაპონიაზე
ერთმოქმედებიანი ბალეტი
ალექსეი რატმანსკის ქორეოგრაფია
პრემიერა თბილისში გაიმართა 2004 წლის 6 ნოემბერს
ალექსეი ფადეეჩევის დადგმა
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ მახარაძე
განათების მხატვარი: ამირან ანანელი
პედაგოგ-რეპეტიტორი: ლალი კანდელაკი
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
* თეატრში მოქმედებს დრეს კოდი. შორტებით არ დაიშვებიან.
* 6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან მხოლოდ დღის სპექტაკლებზე
„თვალის დახამხამება“
…თვალის დახამხამებაში გვეცვლება განწყობა, ვივსებით გრძნობებით და გვერევა ემოციები. ისევე, როგორც წელიწადის დრონი გარბიან... თვალის დახამხამებაში…
„ფერფლი“
ერთმოქმედებიანი თანამედროვე ბალეტი „ფერფლი“ არის ქორეოგრაფ სებასტიან კლობორგის და რეჟისორისა და დრამატურგის დავით ხორბალაძის ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც დაფუძნებულია ამავე ქორეოგრაფის სპექტაკლზე „The Rest of The Best“. სპექტაკლის ქართული ვერსიისთვის ორიგინალური მუსიკა ნატალია ბერიძემ დაწერა.
ეს ბასრი იუმორით სავსე სპექტაკლი, ცეკვის სინქრონული, კალეიდოსკოპური ფორმებით და ვერბალური და ფიზიკური თეატრის ელემენტების სინთეზით, ხელოვნების ნაწარმოების შექმნისა და მისი გარდაქმნის პროცესს უკუსვლით აღწერს და წარმოგვიდგენს სპექტაკლის ორ ვერსიას - ავტორის ჩანაფიქრს და საბოლოო ვერსიას.
„სიზმრები იაპონიაზე“
ბალეტის შექმნის იდეა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. მოსკოვის „ბოლშოი“ თეატრში ბალეტის პრემიერა 1998 წლის 7 იანვარს შედგა. „სიზმრები იაპონიაზე“ ალექსეი რატმანსკიმ ბალეტის ვარსკვლავების - ნინო ანანიაშვილის, ტატიანა ტერეხოვას, ინა პეტროვას, ალექსეი ფადეეჩევის, სერგეი ფილინის, ანდრეი უვაროვისა და დიმიტრი გუდანოვისათვის დადგა.
ბალეტი წარმოდგენილი იქნა მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენებზე და მიენიჭა იაპონური პრემია და რუსეთის უმაღლესი თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“.
„სიზმრები იაპონიაზე“ შექმნილია კაბუკის თეატრის ოთხი განთქმული პოეტური პიესის („სიოსაგატო“) მიხედვით.
„საგი მუსუმე“- ქალწული-წერო უმღერის თავის უიღბლო სიყვარულს;
„ფუტა ომოტე“ - ბოროტი აჩრდილი. ცოლი და ქმარი, რომლებიც საყვარლებმა დატოვეს, თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს. მათი განდეგილი სულები ერთიანდებიან ბოროტ აჩრდილში - ნახევარ-კაცი და ნახევარ-ქალი, რომელიც შურისძიებით შეპყრობილი დაედევნება საყვარლებს და სიცოცხლეს მოუსწრაფებს მათ;
„მუსუმე დოჯოჯი“ - დოჯოჯის ტაძრის ქალწული. ახალგაზრდა ბერი უარყოფს ქალწულის სიყვარულს. მწუხარების, გატეხილი გულისა და შეურაცხყოფის გამო ქალწული ცეცხლოვან გველად გარდაისახება. სამაგიეროს გადახდის მიზნით იგი აედევნება შეშინებულ ბერს და სიცოცხლეს გამოასალმებს.
„კაგამი ჯიში“ - ლომის საახალწლო ცეკვა. ლომის ნიღაბი აიძულებს ახალგაზრდა ყმაწვილს ქანცის გაცლამდე იცეკვოს. ვინც მას შეეხება, თვითონაც გაშმაგებით იწყებს ცეკვას.
ბალეტის მუსიკალური პარტიტურა შედგება იაპონური დასარტყამი ინსტუმენტების სახელგანთქმული ანსამბლ „კოდო“-ს მუსიკოსების მიერ შექმნილი კომპოზიციებისაგან.