GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

მოცარტი, რაიხი

ირჟი კილიანი ბალეტები

Petite Mort

(პატარა სიკვდილი)

ირჟი კილიანის ქორეოგრაფია
მუსიკა: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის
საფორტეპიანო კონცერტი #23 ლა მაჟორი (KV 488), ადაჯო
საფორტეპიანო კონცერტი #21 დო მაჟორი (KV 467), ანდანტე
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები ურცი არანბურუ, შირლი ესებუმ
დამდგმელი დირიჟორი ლევან ჯაგაევი
განათების დიზაინი ირჟი კილიანი (კონცეფცია),
იოოპ კაბორტი (შესრულება)
სცენოგრაფია ირჟი კილიანის
კოსტიუმების მხატვარი ჯოკ ვისერი
სცენის და განათების ტექნიკური ხელმძღვანელი იოსტ ბიგელარი
პრემიერა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი I-ში შედგა 1991 წლის 23 აგვისტოს, ზალცბურგის ფესტივალზე, ავსტრია
პრემიერა თბილისში გაიმართა 2013 წლის 16 ნოემბერს.

 

Falling Angels

(დაცემული ანგელოზები)

ირჟი კილიანის ქორეოგრაფია
მუსიკა: სტივ რაიხი. Drumming / I ნაწილი (1970/71)
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი შირლი ესებუმი
სცენოგრაფია ირჟი კილიანის
კოსტიუმების მხატვარი ჯოკ ვისერი
განათების ადაპტაციის და დადგმის ხელმძღვანელი იოსტ ბიგელარი
პრემიერა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი I -ში შედგა 1989 წლის 23 ნოემბერს,
ცეკვის თეატრში AT&, ჰააგა, ნიდერლანდები
პრემიერა თბილისში გაიმართა 2009 წლის 23 ნოემბერს


Sechs Tänze

(ექვსი ცეკვა)

ირჟი კილიანის ქორეოგრაფია
მუსიკა: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. ექვსი გერმანული ცეკვა; KV 571
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები ურცი არანბურუ, შირლი ესებუმი
დამდგმელი დირიჟორი ლევან ჯაგაევი
განათების დიზაინი ირჟი კილიანი (კონცეფცია),
იოოპ კაბოორტი (შესრულება)
სცენა და კოსტიუმები ირჟი კილიანის
სცენის და განათების ტექნიკური ხელმძღვანელი იოსტ ბიგელარი
პრემიერა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი I- ში შედგა 1986 წლის 24 ოქტომბერს, Het Muziektheater -ში, ამსტერდამი, ნიდერლანდები
პრემიერა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი II- ში შედგა 2001 წლის 7 აპრილს, Forum am Schloßpark-ში, ლუდვიგსბურგი, გერმანია
პრემიერა თბილისში გაიმართა 2008 წლის 18 ოქტომბერს.


ირჟი კილიანის აღდგენილი პროგრამის პრემიერა-
2024 წლის 11 ოქტომბერს

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და
ბალეტის თეატრის ორკესტრი
დირიჟორი ლევან ჯაგაევი

ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი

შინაარსი

ვრცლად

PETITE MORT სექსუალური აქტის ექსტაზის აღწერის პოეტური და უცნაურად ნიშანდობლივი  გზაა. ფრანგულ და ზოგ სხვა ენაში ეს შეგრძნება აღიწერება, როგორც „პატარა სიკვდილი“.

შესაძლოა, სწორედაც ისე ხდება, რომ სიამოვნების (ან პოტენციურად ახალი ცხოვრების შექმნის) ამ მომენტში ჩვენ გვახსენდება, რომ ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა, სიკვდილი კი არასდროსაა შორს.

ჩემს ნამუშევარში  ქორეოგრაფია მოცარტის ორი ყველაზე ცნობილი საფორტეპიანო კონცერტის ნელ ნაწილზე დავაფუძნე. ისინი სწრაფი ნაწილებისგან განვაცალკევე და დავტოვე, როგორც დასახიჩრებული ტორსები,  რომლებიც უმწეოდ წვანან მსმენელისა და მაყურებლის წინაშე; წვანან, ზოგიერთი ანტიკური ტორსივით მკლავებისა და ფეხების გარეშე, სიარულის ან მოხვევის შესაძლებლობის გარეშე.

უეჭველია, რომ ასეთი რამის გაკეთება პერვერსიაა, თუმცა, ადამიანები მაინც ასე ვიქცევით  და არც მე ვარ გამონაკლისი. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არაფერია წმინდა.

მოცარტის მუსიკის შექმნის დროიდან ვიდრე დღემდე, „დროის ხიდის“ ქვეშ უამრავმა ომმა და სისხლისღვრამ ჩაიარა. მახვილს მამაკაცები უმეტესწილად მათი ძალისა და შესაძლებლობის წარმოსაჩენად  იქნევდნენ.

და ყოველთვის MORT -  სიკვდილია, ჩვენს ცხოვრებას რომ მუდამ თან ახლავს. ზოგჯერ ის „პატარაა“, ზოგჯერ კი „დიდი“; თუმცა, არა გვყავს მასზე ერთგული თანამგზავრი არსებობის განთიადიდან დასასრულამდე.

ირჟი კილიანი. ჰააგა, ნიდერლანდები; 23 სექტემბერი, 2007 წ.

 

FALLING ANGELS რვა ბალერინისთვის შეიქმნა და ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთგვარად მსუბუქი, უდარდელი მიძღვნა ქალი შემსრულებლებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ სტივ რაიხის მუსიკის  სტრუქტურა ძალიან მკაცრია, ის ამავდროულად ქორეოგრაფიული და ემოციური ინტერპრეტაციისთვის დიდ თავისუფლებას იძლევა.

ქორეოგრაფიულად ეს ბალეტი ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოების ორ ყველაზე საპირისპირო თვისებას - დისციპლინირებულობასა და თავისუფლებას იკვლევს.  ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი ელემენტის გვერდიგვერდ თანაარსებობის მცდელობა, ჩემი აზრით, საინტერესო წამოწყებაა.

ბალეტს დასაწყისიდან დასასრულამდე რვა ქალი ცეკვავს. ისინი არასდროს ტოვებენ სცენას. მათი ერთმანეთზე დამოკიდებულება და გათავისუფლების აშკარა წყურვილი გასდევს ნაწარმოებს მთელი სპექტაკლის განმავლობაში. განათება სცენას სხვადასხვა გეომეტრიულ ზონებად  ყოფს და სწორედ ეს განსაზღვრავს იმას, თუ სად შესრულდეს სხვადასხვა სოლო თუ ჯგუფური ცეკვები.

FALLING ANGELS - ეს არის ნაწარმოები შემსრულებლებისა და საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ, მთელი თავისი დახვეწილობით, შფოთვით, დაუცველობით, არასრულფასოვნების კომპლექსებითა და იუმორით. ეს არის სიმბოლო მიკუთვნებულობასა და დამოუკიდებლობას შორის დაპირისპირებისა, დილემის, რომელიც ყველა ჩვენგანს თან გვდევს აკვნიდან საფლავამდე.

ირჟი კილიანი - ჰააგა, 16 აპრილი, 2008 წ.

 

SECHS TÄNZE - მოცარტი, ვისი მუსიკაც ავირჩიე ამ დადგმისთვის, საუკეთესო მაგალითია იმ ადამიანისა, ვინც, მიუხედავად მტკივნეულად ხანმოკლე სიცოცხლისა, მოახერხა ცხოვრების სრულად შეცნობა მთელი მისი სიღრმით, ფანტაზიით, კლოუნადითა და სიგიჟით. სწორედ მისი  ხასიათი, მისი მიმღებლობა  იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მასკარადი ან გენერალური რეპეტიცია რაღაც უფრო ღრმად მნიშვნელოვნისთვის - გახდა ჩემი შთაგონება ამ ბალეტის შექმნისთვის.

ირჟი კილიანი - სექტემბერი, 2007 წ.