Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

პიოტრ ჩაიკოვსკი

მძინარე მზეთუნახავი

ბალეტი სამ მოქმედებად

ივან ვსევოლოჟსკისა და მარიუს პეტიპას ლიბრეტო

შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით

მარიუს პეტიპას ქორეოგრაფია

 

ალექსეი ფადეეჩევისა და ნინო ანანიაშვილის

ახალი ქორეოგრაფიული ვერსია და დადგმა

 

დამდგმელი დირიჟორი ალევტინა იოფე

სცენოგრაფია და კოსტიუმები ანატოლი ნეჟნის

განათების მხატვარი სტინ ბიარკე

დამდგმელი ქორეოგრაფების მთავარი ასისტენტი

და ბალეტმაისტერი ტატიანა რასტორგუევა

დამდგმელი ქორეოგრაფების ასისტენტი ეკატერინე შავლიაშვილი

 

პრემიერა შედგა 2018 წლის 27 აპრილს

 

 

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა

და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი

დირიჟორი ლევან ჯაგაევი

 

ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი

 

*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება

 

 

 

 

შინაარსი

ვრცლად

პროლოგი

მეფე ფლორესტან XIV-ის სასახლეში პრინცესა ავრორას დაბადებას ზეიმობენ. ცერემონმაისტერი კატალაბიუტი მოწვეულთა სიას ამოწმებს. სასახლის მსახურებსა და მოსალოცად მოსულ სტუმართა შორის იმყოფებიან ფერია იასამანი და კეთილი ფერიები, რომლებმაც პრინცესა საუკეთესო ადამიანური თვისებებით დააჯილდოვეს. მოულოდნელად სასახლეში ხმაური ისმის. დარბაზში მოახლეების თანხლებით განრისხებული ბოროტი ფერია კარაბოსი შემოდის, რომლის მოწვევა ცერემონიაზე დაავიწყდათ. გაბრაზებული კარაბოსი პატარა ავრორას საქსოვი ჩხირისგან სიკვდილს უწინასწარმეტყველებს. ფერია იასამანს ამ საშინელი წინასწარმეტყველების სრულად გაუქმება არ შეუძლია, მაგრამ ასუსტებს კარაბოსის წყევლას და დამსწრეთ ატყობინებს, რომ ავრორა თითისტარის ჩხვლეტისგან არ მოკვდება, ის 100 წლით დაიძინებს. ფერია იასამანი კარაბოსს იძულებულს ხდის, სასახლე დატოვოს. მეფე კი სამეფოში საქსოვი ჩხირების გამოყენებას კრძალავს.

 

პირველი მოქმედება 

სასახლეში პრინცესა ავრორას 16 წლის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ავრორას ხელის სათხოვნელად მეფეს ოთხი უცხოელი პრინცი ეწვია. ბედნიერი მშობლებისთვის ავრორა პრინცებთან ერთად ცეკვავს. მხიარულების დროს მათ გვერდით აღმოჩნდება მოსასხამში გახვეული ქალი, რომელიც პრინცესას ყვავილების თაიგულს მიართმევს, სადაც ჩხირი არის ჩამალული. გახარებული ავრორა ცეკვას აგრძელებს. მეფე, დედოფალი და კატლაბიუტი ცდილობენ წაართვან პრინცესას საჩუქარი, მაგრამ იამის გაკეთებას ვერ ასწრებენ. მოულოდნელად, პრინცესას თითში ჩხირი შეერჭობა. იგი ჩერდება და გაოცებული უყურებს საკუთარ ხელს. ავრორას უცნაური გრძნობა აიტანს, ცდილობს თავისი ტკივილი მშობლებს გაუზიაროს, მაგრამ ვერავინ ეხმარება. ავრორა პრინცების ხელებზე ეცემა. უცნობი მოხუცი მოსასხამს იხდის - ეს ფერია კარაბოსია! მისი წინასწარმეტყველება ახდა. სასახლეში სასოწარკვეთილები არიან, მაგრამ ფერია იასამანი ახსენებს მათ, რომ ავრორა არ კვდება, ის მხოლოდ ხანგრძლივად იძინებს. სიცოცხლეს მას მხოლოდ მშვენიერი პრინცის ამბორი დაუბრუნებს. ფერია იასამანი მთელ სამეფოს ღრმა ძილს მოუვლენს.

 

მეორე მოქმედება

პირველი სურათი

მელანქოლიით შეპყრობილი პრინცი დეზირე დიდგვაროვნებთან ერთად ნადირობს. თითქოს პრინცის ოცნებებს უპასუხაო, ტყეში ფერია იასამანი გამოჩნდება, რომელიც დეზირეს წინ ავრორას აჩრდილს გამოიწვევს, რომელიც ღვთიური არსებებით - ნერეიდებითაა გარშემორტყმული. პრინცესათი მოხიბლული პრინცი დეზირე სთხოვს ფერიას, ავრორას საძებნელად გაუძღვეს მას. ფერია იასამანი და პრინცი ჯადოსნური ნავით გაცურავენ მოჯადოებული სასახლისაკენ.

 

მეორე სურათი

ფლორესტანის სამეფო წყვდიადს მოუცავს, რომელსაც ბოროტი ფერია კარაბოსი დარაჯობს. კარაბოსი გრძნობს ფერია იასამანის და პრინცი დეზირეს მიახლოებას და ამალასთან ერთად ცდილობს ავრორასთან მისასვლელი გზა გადუკეტოს მათ, მაგრამ უშედეგოდ. პრინცი მძინარე მზეთუნახავს სიყვარულით ეამბორება, ბოროტი ძალები დამარცხდნენ. კარაბოსი ამალასთან ერთად იკარგება. ავრორა იღვიძებს, მასთან ერთად იღვიძებს სამეფო. პრინცესა ხედავს თავის მხსნელს და გული სიყვარულით ევსება. პრინცი დეზირე მეფეს და დედოფალს ქალიშვილის ხელს სთხოვს.

 

მესამე მოქმედება

ავრორასა და დეზირეს ქორწილში მოვიდნენ ჯადოსნური ზღაპრების გმირები: პრინცესა ფლორინა და ლურჯი ფრინველი, თეთრი ფისო და ჩექმებიანი კატა, კონკია და პრინცი ფორტუნე. საზეიმო დუეტში მათ წინაშე წარდგებიან პრინცი და პრინცესა. ფერია იასამანი დაქორწინებულებს ლოცავს.