GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

მარია კოჩეტკოვა

წამყვანი სოლისტი

2007-2018 -სან ფრანცისკოს ბალეტის წამყვანი სოლისტი
2013-2017- American Ballet Theatre-ის წამყვანი სოლისტი
2018-2020 - ფრილანსერი წამყვანი მოცეკვავე, კურატორი და პროდიუსერი
2020-2021- ფინეთის სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი
2023 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, წამყვანი სოლისტი

რეპერტუარი

ჟიზელი - ადანი, „ჟიზელი“
ჯულიეტა - პროკოფიევი, „ რომეო და ჯულიეტა (ჰ. ტომასონის რედაქცია)
ოდეტა/ოდილია - ჩაიკოვსკი, „გედების ტბა“
კიტრი - მინკუსი, „დონ კიხოტი“ (რ. ნურიევის და მ. პეტიპას ქორეოგრაფია)
ავრორა - ჩაიკოვსკი, „ მძინარე მზეთუნახავი“
სილფიდა - ლევენსკოლდი, „სილფიდა“
მანონი - მასნე, „მანონი“ (კ. მაკმილანის ქორეოგრაფია)
სვანილდა - დელიბი, „კოპელია“ (ჯ. ბალანჩინის ქორეოგრაფია)
ტატიანა - ჩაიკოვსკი „ონეგინი“(ჯ. კრანკოს ქორეოგრაფია)
კონკია - პროკოფიევი, „კონკია“ (კ. ვილდონის ქორეოგრაფია)
ნიკია - მინკუსი, „ბაიადერა“ (ნ. მაკაროვას ქორეოგრაფია)
სილვია - დელიბი, „სილვია” (ფ. ეშტონის ქორეოგრაფია)
მედორა - ადანი, „კორსარი“
გრან პა, თოვლის დედოფალი, ფერია დრაჟე - ჩაიკოვსკი, „მაკნატუნა“ (ჰ. ტომასონის რედაქცია)

წამყვანი პარტიები:
ჯორჯ ბალანჩინის, ფრედერიკ ეშტონის, დევიდ დოსონის, უილიამ ფორსაიტის, იური პოსოხოვის, კრისტოფერ უილდონის, ალექსეი რატმანსკის, ჰელგი ტომასონის, იორმა ელოს, სერჟ ლიფარის, კენეტ მაკმილანის, უეინ მაკგრეგორის სხვა ქორეოგრაფების დადგმებში.
2018 წელს , ნიუ-იორკის ჯოისის თეატრში, მან წარმოადგინა თავისი პირველი სოლო პროექტი Catch Her if you Can.

გამოსვლები საზღვარგარეთ

ბოლშოი თეატრის, სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს თეატრის (მოსკოვი, რუსეთი), მარიინსკი და მიხაილოვის თეატრების (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი), ამერიკის ბალეტის თეატრის (ნიუ-იორკი), რომის ოპერის თეატრის, ლა სკალას, (იტალია), ტოკიო ბალეტის (იაპონია), კუბის ნაციონალური ბალეტის, მადრიდის Compania Nacional de Danza-ს, ფინეთის ნაციონალური ბალეტის, ბუენოს აირესის Teatro Colon-ის (არგენტინა), ჰონგ-კონგ ბალეტის, დრეზდენის, ბერლინის სახელმწიფო ბალეტის (გერმანია), ნორვეგიის სახელმწიფო ბალეტის, ლონდონის ნაციონალური ბალეტის (დიდი ბრიტანეთი), პორტუგალიის და კანადის ნაციონალური ბალეტის მიწვეული სოლისტი.

ჯილდოები

2001 - ბრინჯაოს მედალი მოსკოვის საერთაშორისო კონკურსზე
2002 - ვერცხლის მედალი კონკურსზე Prix de Lausanne
2002 - ვერცხლის მედალი და ჟიურის პრიზი ვარნას საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე
2003 - ოქროს მედალი ლუქსემბურგის საერთაშორისოსაბალეტო კონკურსზე
2005 - ოქროს მედალი კორეის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე
2005 - ოქროს მედალი იტალიის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე
2008 - ისადორა დუნკანის ცეკვის ჯილდო ჟიზელის პარტიის შესრულებისთვის
2009 - ოქროს მედალი NBC-ის შოუში Superstars of Dance
2013 - ნომინირებულია Benois de la Danse პრემიაზე ტატიანას როლისთვის ჯ. კრანკოს ბალეტში „ონეგინი“
2014 - ნომინირებულია Critics’ Circle National Dance პრემიაზე: ნომინაცია - საუკეთესო ქალი მოცეკვავე(დიდი ბრიტანეთი)
2017 - Premio Positano-ზე „წლის ბალერინას“ ჯილდო მოიპოვა
2018 - Benois de la Danse პრემიის მფლობელი