GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

სალომე ჯიქია

სოპრანო

2014 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი

რეპერტუარი

ასპასია, ისმენე, სიფარე – მოცარტი, „მითრიდატე, პონტოს მეფე“

როზინა – მოცარტი, „ვითომ უბრალო ქალი“

ვიტელია  - მოცარტი, „ტიტუსის გულმოწყალება“

გრაფინია - მოცარტი, „ფიგაროს ქორწინება“

ფიორდილიჯი - მოცარტი, „ასე იქცევა ყველა ქალი“

დონა ანა, დონა ელვირა - მოცარტი, „დონ ჯოვანი“

გრაფინია დი ფორვილი – როსინი, „მოგზაურობა რეიმსში“

როზინა – როსინი, „სევილიელი დალაქი“

ელენა – როსინი, „ტბის ქალბატონი“

სემირამიდა – როსინი, „სემირამიდა“

დორლისკა – როსინი, „ტორვალდო და დორლისკა“

ვიოლეტა – ვერდი, „ტრავიატა“

ჯიზელდა – ვერდი, „ლომბარდიელები“

ჯოვანა – ვერდი, „ჯოვანა დ’არკო“

დეზდემონა - ვერდი, „ოტელო“

ნორმა, ადალჯიზა – ბელინი, „ნორმა“

ალაიდე – ბელინი, „უცხოელი“

ბიანკა – ბელინი, „ბიანკა და ფერნანდო“

სუზელი – მასკანი, „მეგობარი ფრიცი“

ელიზაბეტა – დონიცეტი, „მარია სტიუარდი“

ადინა – დონიცეტი, „სიყვარულის ნექტარი“

ტოსკა – პუჩინი, „ტოსკა“

მიმი – პუჩინი, „ბოჰემა“

გამოსვლები საზღვარგარეთ

სპექტაკლები პოლონეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში;

ბერლინის Deutsche Oper-ში (გერმანია)

არმელის ფესტივალზე ბუდაპეშტში (უნგრეთი)

კომო-კრემონა-პავიას, პეზაროს, მაჩერატას ფესტივალებზე, ბოლონიის Teatro Comunale-ში (იტალია)

მოსკოვის მეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩაიკოვსკის სახელობის საკონცერტო დარბაზში; მოსკოვის ბოლშოი თეატრი (რუსეთი)

 ალეხანდრო გრანდას სახელობის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი ლიმაში (პერუ)

სიეტლის ოპერა (აშშ)

ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი კოვენტ-გარდენი (გაერთიანებული სამეფო)

ჯილდოები

გრან-პრი, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, თურქეთი

პირველი ადგილი - ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, საქართველო

პირველი ადგილი და მარია ფოლტინის პრიზი - მონიუშკოს სახელობის ვოკალისტთა მეცხრე საერთაშორისო კონკურსი - პოლონეთი