Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ირაკლი მურჯიკნელი

ტენორი

2012 წლიდან - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი

2012 წლიდან - ლატვიის ნაციონალური ოპერის მიწვეული სოლისტი  - ლატვია, რიგა

2014 წლიდან - შჩეცინის „ოპერა სასახლეში“ მიწვეული სოლისტი - პოლონეთი

2017 წლიდან - ბილ-ზოლოტურნის თეატრისა და ორკესტრის მიწვეული სოლისტი - შვეიცარია

2018 წლიდან - გრანდ ოპერა დე ტურის მიწვეული სოლისტი - საფრანგეთი

2021 წლიდან - სლოვენიის ნაციონალური თეატრის მიწვეული სოლისტი - სლოვენია, ლიუბლიანა

2023 წლიდან - ლოძის Teatr Wielki-ს მიწვეული სოლისტი - პოლონეთი.

რეპერტუარი

შესრულებული პარტიები:

მანტუის ჰერცოგი - ვერდი, „რიგოლეტო“

ერნესტო - დონიცეტი, „დონ პასკუალე“

ლენსკი -  ჩაიკოვსკი, „ევგენი ონეგინი“

ალფრედო - ვერდი, „ტრავიატა“

როდოლფო - პუჩინი, „ბოჰემა“

ვოდემონი - ჩაიკოვსკი, „იოლანტა“

ნემორინო - დონიცეტი, „სიყვარულის ნექტარი“

ედგარდო - დონიცეტი, „ლუჩია დი ლამერმური“

დონ კარლოსი-  ვერდი, „დონ კარლოსი“

კარლო VII - ვერდი, „ჟანა დარკი“

დონ ალვარო - ვერდი, „ბედის ძალა“

მანრიკო - ვერდი „ტრუბადური“

მარიო კავარადოსი - პუჩინი, „ტოსკა“

დე გრიე - პუჩინი, „მანონ ლესკო“

ედგარი - პუჩინი, „ედგარი“

ტურიდუ - მასკანი, „სოფლის ღირსება“

ფაუსტი - გუნო, „ფაუსტი“

ცტირადი - იანეჩეკი, „შარკა“

ოიდიპოსი - სტრავინსკი, „ოიდიპოს მეფე“

მოცარტი - რიმსკი-კორსაკოვი, „მოცარტი და სალიერი“

დვორჟაკის STABAT MATER, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია, ბახის „მათეს პასიონი“, როსინის STABAT MATER, ანტონ ბრუკნერის TE DEUM, კამილ სენ-სანსის საშობაო ორატორია, ვერდის რეკვიემი.

ჯილდოები

ორკესტრისა და თეატრის პრიზები  შჩეცინის საერთაშორისო კონკურსზე „ტენორთა ტურნირი“ - პოლონეთი

მეორე ადგილი აკადემია ბელკანტოს საერთაშორისო კონკურსზე (ჯაკომო არაგალის პრემია) - გრაცი, ავსტრია