GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ელდარ გეწაძე

ბარიტონი

1973 წლიდან - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი

რეპერტუარი

კიაზო - ფალიაშვილი, „დაისი“
მურმანი - ფალიაშვილი, „აბესალომ და ეთერი“

თარაში - თაქთაქიშვილი, „მთვარის მოტაცება“

ჩალხია - თაქთაქიშვილი, „მინდია“

ქრისტეფორე - თაქთაქიშვილი, „პირველი სიყვარული“

რიგოლეტო - ვერდი, „რიგოლეტო“

მაკბეთი - ვერდი, „მაკბეთი“

ნაბუკო - ვერდი, „ნაბუკო“

ჟერმონი - ვერდი, „ტრავიატა“

ამონასრო - ვერდი, „აიდა“

დონ ჯოვანი - მოცარტი, „დონ ჯოვანი“

სკარპია - პუჩინი, „ტოსკა“
ელეცკი - ჩაიკოვსკი, „პიკის ქალი“

გრაფი დი ლუნა - ვერდი, „ტრუბადური“ 
რუპრეხტი - პროკოფიევი, „ცეხლოვანი ანგელოზი“

ფერდინანდი - პროკოფიევი, „დუენია“

იაგო - ვერდი, „ოტელო“

ოთარ თაქთაქიშვილის, ვაჟა აზარაშვილის, ალექსანდრე შავერზაშვილის, გოგი ჩლაიძის, თენგიზ შავლოხაშვილის კამერულ-ვოკალური შემოქმედება. სპეციალურად მისთვის დაწერილია ცხრა ვოკალური ციკლი.

გამოსვლები საზღვარგარეთ

გასტროლები იტალიაში, გერმანიაში, ფინეთში,  ესპანეთში,  რუმინეთში, ჩეხეთში,  ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში.

ფესტივალები: „პრაღის გაზაფხული“ - ჩეხეთი, ლენინგრადის ფესტივალი „თეთრი ღამეები“ - რუსეთი,

„კიევის გაზაფხული“ - უკრაინა

პროკოფიევის სახელობის ფესტივალი დუისბურგში, ესენსა და გელზენკირხენში - გერმანია

„ვერდის ფესტივალი“ ბუსეტოში - იტალია

 

ჯილდოები

თეატრალური საზოგადოების პრემია „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ (ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა „მთვარის მოტაცება“ - თარაში, 1979)

რესპუბლიკის სახალხო არტისტი

ღირსების ორდენის კავალერი

ზ. ანჯაფარიძის სახელობის ფონდის ოქროს მედლის მფლობელი

გოეთეს საზოგადოების საპატიო წევრი