13 ნოემბერს საზეიმოდ დასრულდა თბილისის ვოკალისტთა მეხუთე საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN.
ფინალურ ტურში 12 ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობდა.
პირველი პრემია ამერიკელმა ტენორმა ლუკ ნორველმა მიიღო,
მეორე პრემიის მფლობელი გახდა სამხრეთ კორეელი სოპრანო იუჯინ ლი.
მესამე პრემია იტალიელ ბარიტონს მატეო ტორკაზოს ხვდა წილად.
კონკურსზე ასევე გაიცა სპეციალური პრიზები:
საუკეთესო კონცერტმაისტერის ჯილდო პიანისტმა გიორგი გრძელიძემ მიიღო.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიზი ერგოთ სომეხ სოპრანოს, კატარინა ფარზადიანსა და სამხრეთ კორეელ ტენორს, მოსე ლის. მოსე ლიმ ასევე მიიღო სპეციალური პრიზი ჟიურის თავმჯდომარის, ბადრი მაისურაძისგან.
კონკურსის კიდევ ერთმა ფინალისტმა, ბელარუსმა ტენორმა ეგორ მარტინენკომ ჟიურის წევრის, TACT Artists Management-ის აგენტის სოფია რუკინისგან თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო.
ამგვარად, OPERA CROWN-ის მეხუთე საიუბილეო კონკურსი მაყურებელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.