Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ბალეტის ფესტივალი

ფესტივალის შესახებ

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი 2017 წელს, საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, დაფუძნდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი. საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის პროგრამით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მიმდინარეობდა საფესტივალო სპექტაკლები, მაყურებელმა იხილა მსოფლიოს ცნობილი საბალეტო კომპანიების და ბალეტის აღიარებული ვარსკვლავების გამოსვლები.

 

ნინო ანანიაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

„თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი ის ადგილია,   სადაც ერთმანეთს ხვდება კლასიკური და თანამედროვე ქორეოგრაფია, სოლისტები და კორდებალეტი, საყოველთაოდ აღიარებული შემსრულებლები და ამომავალი ვარსკვლავები, ნაცნობნი და ჯერ უცნობნი, ხელოვანები და ხელოვნების მოყვარულნი, სოლო შემსრულებლები და საბალეტო დასები, აღმოსავლეთი და დასავლეთი. აქ შეხვედრის ის  ადგილია, სადაც ყველა ერთდროულად სწავლობს და ასწავლის. 

ზოგადად, ცეკვა, და განსაკუთრებით კი ბალეტი, ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ამავდროულად გულწრფელი ფორმაა - შეუძლებელია იცრუო მაშინ, როდესაც არ ლაპარაკობ. „ცხოვრება ცეკვის გარე შეცდომაა!“ - ვერ ვიხსენებ, ვინ არის ამ ფრაზის ავტორი, მაგრამ სრულიად ვეთანხმები მას.

დაე ტერფსიქორემ და ევტერპემ დალოცონ ფესტივალის ყველა სპექტაკლი!“

 

 

პროგრამა 2025 წელი

პროგრამა 2024 წელი 

პროგრამა 2023 წელი

პროგრამა 2019 წელი

პროგრამა 2018 წელი

პროგრამა 2017 წელი