ჯორჯ ბალანჩინის ბალეტების დადგმა განხორციელდა ჯორჯ ბალანჩინის ფონდთან თანამშრომლობით და შეესაბამება ბალანჩინის სტილსა© და ბალანჩინის ტექნიკას©.
გენერალური სპონსორი აშშ-ის საელჩო, თბილისი
პიოტრ ჩაიკოვსკი
მოცარტიანა
დამდგმელი ბალეტმაისტერები ბარტ კუკი, მარია კალეგარი, ბენ ჰაისი
დამდგმელი დირიჟორი ზაზა კალმახელიძე
დამდგმელი მხატვარი რუბენ ტერ-არუთინიანი
კოსტიუმების მხატვარ-შემსრულებელი ნათია სირბილაძე
მსოფლიო პრემიერა გაიმართა 1981 წლის 4 ივნისს
პრემიერა თბილისში გაიმართა 2005 წლის 26 ნოემბერს
პიოტრ ჩაიკოვსკი
სერენადა
დამდგმელი ბალეტმაისტერები ბარტ კუკი, მარია კალეგარი, ბენ ჰაისი
დამდგმელი დირიჟორი ზაზა კალმახელიძე
საბალეტო დასი მადლობას უხდის მერილინ ბურბენკს, „Mirella Dancewear” პრეზიდენტს, „სერენადას“ კოსტიუმების გადმოცემისათვის
მსოფლიო პრემიერა შედგა 1935 წლის 1 მარტს ნიუ-იორკში
პრემიერა თბილისში გაიმართა 2005 წლის 20 მაისს
იგორ სტრავინსკი
აპოლო
დამდგმელი ბალეტმაისტერები ბარტ კუკი, მარია კალეგარი, ბენ ჰაისი
დამდგმელი დირიჟორი ზაზა კალმახელიძე
ნაწარმოების შესრულება ნებადართულია
Boosey & Hawkes Music Publishers Limited- ის მიერ
საბალეტო დასი მადლობას უხდის მერილინ ბურბენკს, “Mirella Dancewear” პრეზიდენტს, „აპოლონ მუსაგეტის“ კოსტიუმების გადმოცემისათვის
მსოფლიო პრემიერა შედგა 1928 წლის 12 ივნისს, პარიზში, სარა ბერნარის თეატრში
პრემიერა თბილისში გაიმართა 2005 წლის 20 მაისს
კონჩერტო ბაროკო
მუსიკა: იოჰან სებასტიან ბახი. კონცერტი ორი ვიოლინოსა
და ორკესტრისათვის რე მინორი, BWV 1043
დამდგმელი ბალეტმაისტერები ბარტ კუკი, ბენ ჰაისი
დამდგმელი დირიჟორი დავით მუქერია
მსოფლიო პრემიერა შედგა 1941 წლის 27 ივნისს, რიო დე ჟანეიროში
პრემიერა თბილისში გაიმართა 2014 წლის 23 მაისს
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი
დირიჟორი ლევან ჯაგაევი
ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
სერენადა
„ბალეტი „სერენადა“ გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი პირველი ნამუშევარი. ამერიკაში ჩასვლიდან სულ მოკლე ხანში, ლინკოლნ კირსტაინთან და ედუარდ მ. მ. უორბურგომთან ერთად, ნიუ-იორკში ამერიკის საბალეტო სკოლა გავხსენი. პროგრამაში სასცენო ოსტატობის საღამოს გაკვეთილები ჩავსვი, რადგან მოსწავლეებისათვის მეჩვენებინა, როგორ განსხვავდება სცენაზე გამოსვლა კლასში მუშაობისაგან. „სერენადა“ გახდა იმ გაკვეთილების შედეგი, რომელსაც მე ვაძლევდი...
ბევრი ფიქრობს, რომ ეს ბალეტი გარკვეულ სიუჟეტს ატარებს. ეს ასე არა არის. მასში მოცეკვავეები შესანიშნავი მუსიკის თანხლებით უბრალოდ მოძრაობენ. ერთადერთი სიუჟეტი ამ ბალეტისა - ეს არის სერენადის მუსიკა, თუ გნებავთ - ეს არის ცეკვა მთვარესთან ერთად“.
(ჯორჯ ბალანჩინის წიგნიდან „ას ერთი მოთხრობა დიდ ბალეტზე“ ფ. მეისონთან თანაავტორობით)
კონჩერტო ბაროკო
Concerto Barocco თავდაპირველად ბალანჩინი ამერიკის საბალეტო სკოლაში რეპეტიციებისთვის იყენებდა; ის „ამერიკის საბალეტო ქარავნის“ ანსამბლმა სამხრეთ ამერიკის ისტორიულ ტურნეზე წარმოადგინა, მოგვიანებით კი მონტე კარლოს რუსული ბალეტის რეპერტუარის ნაწილი გახდა. 1951 წელს ბალანჩინმა თავდაპირველი კოსტიუმები შეცვალა და მოცეკვავეები სავარჯიშო სამოსში გამოაწყო, რაც ალბათ თანამედროვე ბალეტებში მის მიერ გამოყენებული კოსტიუმების პირველი მაგალითი იყო. 1948 წლის 11 ოქტომბერს Concerto Barocco „ნიუ იორკ სითი ბალეს“ პირველ პროგრამაში შეტანილი სამი ბალეტიდან ერთ-ერთი იყო.
აპოლონ მუსაგეტი
„აპოლო“ ჯორჯ ბალანჩინმა იგორ სტრავინსკის მუსიკაზე 1928 წელს, დიაგილევის „რუსული სეზონებისთვის“ დადგა. ამ ბალეტით 24 წლის ბალანჩინმა საერთაშორისო აღიარებას მიაღწია და თანამშრომლობა დაიწყო იგორ სტრავინსკისთან, რომელიც მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდა. „აპოლონ მუსაგეტი“ ბალანჩინს საკუთარ შემოქმედებით ცხოვრებაში შემობრუნების წერტილად მიაჩნდა.
მოცარტიანა
ჯორჯ ბალანჩინმა 1933 წელს, პარიზში, თავისი დასისათვის - „ბალე 33“, დადგა ბალეტი „მოცარტიანა“, რომლის მუსიკალური საფუძველი გახდა პიოტრ ჩაიკოვსკის მიერ გაორკესტრებული ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის საფორტეპიანო პიესები. იმავე წელს ბალანჩინი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მოკლე დროში ამ ბალეტის ახალი ვერსია დადგა.
1981 წელს ჯორჯ ბალანჩინმა „მოცარტიანას“ კიდევ ახალი რედაქცია წარმოადგინა. „მოცარტიანა“ შექმნილი იყო ისეთი მაყურებლისათვის, რომელიც აფასებდა და კარგად იცნობდა XX საუკუნის კლასიკურ ბალეტს. ეს კამერული ხასიათის ბალეტი ჯორჯ ბალანჩინის შემოქმედებაში ერთ-ერთი უკანასკნელი აღმოჩნდა მოცარტის „რეკვიემისა“ და ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონიის მსგავსად.