Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ლუდვიგ მინკუსი

დონ კიხოტი

ბალეტი სამ მოქმედებად

მარიუს პეტიპას, ალექსანდრე გორსკისა და

ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია

 

ალექსეი ფადეეჩევისა და ნინო ანანიაშვილის

 ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა

 

დამდგმელი დირიჟორი ზაზა კალმახელიძე

დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები:

ტატიანა რასტორგუევა, ეკატერინე შავლიაშვილი

დამდგმელი მხატვარი ვიაჩესლავ ოკუნევი

დამდგმელი მხატვრის ასისტენტი ნათია სირბილაძე

განათების მხატვარი ამირან ანანელი

მხატვარი-ანიმატორი დავით სიხარულიძე

 

პრემიერა შედგა 2005 წლის 6 მაისს

 

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის

სახელმწიფო თეატრის ორკესტრი

 

დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე

 

ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი

 

*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მეორე მოქმედებიდან დაიშვება

შინაარსი

ვრცლად

პირველი მოქმედება

ბარსელონას ერთ-ერთ მოედანზე ხალხმრავლობა და მხიარულებაა, სადაც გამოჩნდებიან სამიკიტნოს მეპატრონის ქალიშვილი – ჩელიტა და მისი მეგობრები. ჩელიტას ახალგაზრდა დალაქი – ბაზილი ეარშიყება, რაც სამიკიტნოს მეპატრონის – ლორენცოს განრისხებას იწვევს, რადგანაც მას ქალიშვილის გათხოვება ხანდაზმულ, მაგრამ მდიდარ აზნაურზე - გამაშზე სურს. იგი ჩელიტას უკრძალავს ბაზილთან შეხვედრას.

ირგვლივ საზეიმო განწყობაა. კორიდას დამთავრების შემდეგ ცეკვავენ ტორეადორები და მოცეკვავე ქალი - ლუსია. სწორედ ამ დროს მოედანზე გამოჩნდებიან ლეგენდებითა და რაინდული რომანების კითხვით თავბრუდახვეული რაინდი – დონ კიხოტი და მისი ერთგული მეაბჯრე – სანჩო პანსა. სამიკიტნოს პატრონი მოწიწებით ხვდება სტუმრებს და შინ შეიპატიჟებს. სანჩო პანსა რჩება მოედანზე, მაგრამ როდესაც ახალგაზრდები ცდილობენ მის დაცინვას, დონ კიხოტი სასწრაფოდ სანჩოს დასახმარებლად გაემართება.

შეყვარებული ჩელიტა გამაშთან ქორწინების თავიდან აცილების მიზნით ბაზილთან ერთად სახლიდან გაიპარება. ლორენცო, გამაში, დონ კიხოტი და სანჩო პანსა მის საძებნელად მიდიან.

მეორე მოქმედება

პირველი სურათი

ქარის წისქვილთან ბოშათა ბანაკია გაშლილი. გამოჩნდებიან დონ კიხოტი, სანჩო პანსა, ლორენცო და გამაში. ბოშები სტუმრების საპატივცემულოდ ცეკვავენ. ბოშათა ბარონი შემდეგ მათ თოჯინების თეატრის წარმოდგენის სანახავად ეპატიჟება. დონ კიხოტი აღელვებული ადევნებს თვალყურს სპექტაკლს და ავიწყდება, რომ ეს თეატრია. იგი ამტვრევს სცენას, მიმოფანტავს თოჯინებს, წისქვილს ბოროტ ჯადოქრად აღიქვამს, იწყებს მასთან ბრძოლას და წისქვილის ფრთას წამოგებული ძირს ენარცხება.

მეორე სურათი

სანჩო პანსა, ლორენცო და გამაში დაჭრილ დონ კიხოტს ტყის პირას ტოვებენ, თვითონ კი დახმარებისათვის მიდიან. ქანცგამოცლილ რაინდს ჩაეძინება და ესიზმრება მისი ოცნების ქალიშვილი - მშვენიერი დულსინეა, რომელიც ტყის ნიმფებითა და ფერიებით არის გარშემორტყმული.

დაბრუნებულ სანჩო პანსას, ლორენცოსა და გამაშს დონ კიხოტი მომჯობინებული ხვდება და ყველანი ერთად განაგრძობენ შეყვარებულების ძებნას.

მესამე სურათი

მოედნიდან გაქცევის შემდეგ ჩელიტა და ბაზილი თავს ტავერნას აფარებენ, სადაც მათ საპატივცემულოდ ცეკვავენ მერსედესი და ესპადა. მოდიან ლორენცო, გამაში, დონ კიხოტი და სანჩო პანსა. მეგობრები ჩელიტას მალავენ, მაგრამ გამაში შეამჩნევს მას. ლორენცო მოითხოვს თავისი ქალიშვილისა და გამაშის დაქორწინებას. ბაზილი, ჩელიტასთან შეთანხმებით, თვითმკვლელობის სცენას გაითამაშებს. ჩელიტა დასტირის შეყვარებულს. ჩაგრულების დამცველი რაინდი – დონ კიხოტი ადანაშაულებს ლორენცოს სისასტიკეში, ემუქრება და აიძულებს მას, დალოცოს ჩელიტა და ბაზილი. ჩელიტას მამა წინააღმდეგობას ვერ ბედავს და ლოცავს შეყვარებულებს. ბაზილი „ცოცხლდება“, ყველა ბედნიერია გამაშის გარდა.

მესამე მოქმედება

მოედანზე ჩელიტასა და ბაზილის ქორწილის ემზადებიან. ლორენცო, მისი მეუღლე და პატარა მზარეულები ემზადებიან სტუმრების მისაღებად. დაპატიჟებულია გულნატკენი გამაშიც, რომელიც ცდილობს აირჩიოს ახალი საცოლე. დონ კიხოტს და სანჩო პანსას სთხოვენ დაიკავონ საპატიო ადგილები. ზეიმი გრძელდება. სტუმრებისათვის საქორწილო ცეკვას ასრულებენ ჩელიტა და ბაზილი. დონ კიხოტი ემშვიდობება სტუმართმოყვარე მასპინძლებს და კვლავ მიეშურება ახალი თავგადასავლების საძიებლად.