სასცენო კანტატა/ ერთმოქმედებიანი ბალეტი
ოპერის სოლისტების, საბალეტო დასის, გუნდის და ორკესტრის მონაწილეობით
დამდგმელი ქორეოგრაფი: ილია ჟივოი
დამდგმელი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: სონია ვართანიანი
განათება: კონსტანტინ ბინკინი
სცენოგრაფია: ილია ჟივოი
სცენოგრაფის ასისტენტი: ალექსეი ტანტსირევი
გუნდის მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი: ირმა გეწაძე
პედაგოგ-რეპეტიტორები: ნინო ოჩიაური, ლალი კანდელაკი, ლანა მღებრიშვილი, დავით ანანელი
პრემიერა შედგა 2022 წლის 28 ოქტომბერს
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი
დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მეორე მოქმედებიდან დაიშვება
2022 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, კანტატის მიხედვით ერთმოქმედებიანი ბალეტის პრემიერა შედგა, რომლის ქორეოგრაფია ილია ჟივოის ეკუთვნის. „კარმინა ბურანას“ დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილია. პრემიერის შემდეგ „კარმინა ბურანა“ საბალეტო დასმა ტურინის ოპერის თეატრში წარმოადგინა, რომელშიც ტურინის ოპერის გუნდი და ორკესტრი მონაწილეობდა.
„სპექტაკლში „კარმინა ბურანა”, მინდა ვისაუბრო ადამიანური ბედის ცვალებადობასა და მზაკვრობაზე, უფრო გასაგებად რომ ითქვას, ცხოვრებისეულ აღმასვლებსა და დაღმასვლებზე.
Codex Buranus-ს პოეტური ტექსტების გულდასმით წაკითხვისას, გასაგები ხდება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ცხოვრების აღქმის ასპექტი და ღვთაებრივისადმი დამოკიდებულება უბრალო ადამიანის მხრიდან, რომელიც ბუნების თაყვანისმცემელია, უზენაესი ძალების სწამს და ესმის საკუთარ თავში თუ მისნაირებში არსებული მოთხოვნილებებისა, ურიცხვი მანკიერების მონაცვლეობა ცხოვრების აუჩქარებელ დინებაში.
ესაა სპექტაკლი ბედისწერაზე, მის მნიშვნელობასა თუ უაზრობაზე, ჩვენს შინაგან ჯადოსნურ ხმებზე, მარადიული ბედნიერებისათვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსზე და ადამიანის სულის ფასდაუდებელობაზე“.
ილია ჟივოი
ქორეოგრაფი