პირველი განყოფილება
ალექსანდრ გლაზუნოვი
რაიმონდა
(მესამე მოქმედება)
სოლისტები:
რაიმონდა - მარიამ ლომჯარია
ჟან დე ბრიენი - ლორენცო ლოდი
მარიუს პეტიპას ქორეოგრაფიის მიხედვით
დამდგმელი ქორეოგრაფები: ნინო ანანიაშვილი, ალექსეი ფადეეჩევი
დადგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები:
ტატიანა რასტორგუევა, ეკა შავლიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი ნინო ოჩიაური
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი
დირიჟორი კახი სოლომნიშვილი
მეორე განყოფილება
ლეონარდ ბერნსტაინი
ლეა
ლეა - ანასტასია მილიაჩენკო
ჰანაანი - დალერ ზაპაროვი (პირველი შესრულება)
ალექსეი რატმანსკის ქორეოგრაფია
დამდგმელი ბალეტმაისტერები ნინო ანანიაშვილი, ალექსეი ფადეეჩევი
დამდგმელი მხატვარი მიხეილ მახარაძე
მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2001 წლის 19 ნოემბერს მოსკოვში, „ფადეეჩევის ცეკვის თეატრში“, ზოია ბოგუსლავსაკაიას და ფონდ „ტრიუმფის“ მხარდაჭერით.
ბალეტი სპეციალურად დაიდგა ნინო ანანიაშვილისთვის
პრემიერა თბილისში გაიმართა 2005 წლის 8 ოქტომბერს
აღდგენილია 2026 წლის ივლისში ნინო ანანიაშვილის, ალექსეი ფადეეჩევის, ჯუზეპე პიკონეს და პედაგოგ-რეპეტიტორების სვეტლანა გოჩიაშვილის, ლანა მღებრიშვილის და დავით ანანელის მიერ
საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი: ნინო ანანიაშვილი
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
„ლეა“ სიმონ ანსკის (ებრაელი დრამატურგი სიმონ რაპოპორტი) პიესის - „ორ სამყაროს შორის“ მიხედვითაა შექმნილი, რომელიც ებრაელი ხალხის ლეგენდის - დიბუკის შესახებ მოგვითხრობს. სული სხეულის გარეშე დახეტიალობს ცოცხლებსა და გარდაცვლილებს შორის. მოქმედება ებრაულ დასახლებაში ხდება. განშორებული შეყვარებულები იღუპებიან მას შემდეგ, რაც საქმრო, აკრძალვის მიუხედავად, შეყვარებულის დასაბრუნებლად მიმართავს მაგიურ ძალას - კაბალას. ამ თემაზე 1974 წელს ჯერომ რობინსმა „ნიუიორკ სიტი ბალეს“ სცენაზე დადგა ბალეტი „დიბუკი“ (ლეონარდ ბერნსტაინის მუსიკაზე). ალექსანდრე რატმანსკის „ლეა“ სიმონ ანსკის პიესასა და იმავე მუსიკას ეყრდნობა. 2001 წელს ბალეტი ალექსეი რატმანსკიმ სპეციალურად ნინო ანანიაშვილისათვის დადგა.
შინაარსი
მეგობრები ფიცს დებენ რომ, დააქორწინებენ შვილებს. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი იღუპება, მეორე კი დროთა განმავლობაში ივიწყებს დაპირებას, მას შემდეგ რაც შვილისთვის მდიდარ საქმროს იპოვის. ღარიბ სტუდენტ ჰანანს, რომელმაც არაფერი იცის მამის ფიცის შესახებ, შეუყვარდება ლეა. იგი სატრფოს მოსაპოვებლად მაგიურ ძალებს მიმართავს. კაბალას აკრძალულ წიგნში ამოიკითხავს ფორმულას, ჰაერში გამოსახავს რიცხვებს, მაგრამ დემონები არ ემორჩილებიან, გარს ეხვევიან და დასცინიან მას. ჰანანი ვერ ახერხებს მათთან გამკლავებას და იღუპება.
ჰანანის სული დიბუკად გადაიქცევა და ლეაში ჩაისახება მისი ქორწილის დღეს. იგი მთლიანად იპყრობს პატარძლის სულს. ლეა ებღაუჭება საქმროს და დახრჩობას უპირებს. დიბუკის განსადევნად მშობლებს ლეა რაბინთან მიჰყავთ.
რაბინი აზრიელი იმარჯვებს და დიბუკი განდევნილია. მაგრამ იღუპება ლეაც, რომლის სულსაც არ შეუძლია არსებობა წინასწარ დანიშნული სატრფოს გარეშე. ლეას და ჰანანის სულები საიქიოში შეუერთდებიან ერთმანეთს.