State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

167-ე სეზონი

23 დეკემბერი, 2018 წელი

პრემიერა

ჟიულ მასნე
ვერთერი
ოპერა სამ მოქმედებად
ლიბრეტო: ედუარ ბლო, ჟორჟ არტმანი და პოლ მიიე
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს რომანის „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ მიხედვით
 
პრემიერა: ვენის სამეფო ოპერა, 1892 წლის 16 თებერვალი
პრემიერა საქართველოში: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, 1904 წლის 16 ოქტომბერი
 
ვერთერი, ახალგაზრდა პოეტი - ჰექტორ ლოპესი 
ალბერტი, შარლოტეს დანიშნული - ზაალ ხელაია
სამთავროს მოხელე, შარლოტეს მამა - გიორგი გოდერძიშვილი
შმიდტი, მოხელის მეგობარი - თამაზ საგინაძე
იოჰანი, მოხელის მეგობარი - ბესიკ კალანდაძე
ბრიულმანი, ახალგაზრდა კაცი - გოჩა გაბიძაშვილი
შარლოტე - ირინა შერაზადიშვილი
სოფი, მისი და - მარიკა მაჩიტიძე
კეტხენი, ბრიულმანის საცოლე - ნატალია პაიკიძე

თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის ბავშვთა გუნდი და ორკესტრი 

თეატრის მთავარი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი

დამდგმელი დირიჟორები – ზაზა აზმაიფარაშვილი, ფაბრიციო კასი
დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორის ასისტენტი - კახი სოლომნიშვილი
 
დამდგმელი რეჟისორი –  ჯოზეფ  ფრანკონი ლი
რეჟისორის ასისტენტი - ზაზა აღლაძე
სცენოგრაფი – ემანუელე ფავრე 
კოსტიუმების მხატვარი – ესტერ მარტინი 
მხატვრული განათება – სტეფანო გორერი

ბავშვთა გუნდის ქორმაისტერები – რუსუდან მექვაბიშვილი, ეთერ ჩიღუნაძე


სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი  –  ამირან ანანიაშვილი
მთავარი გრიმიორი – ივანე რევაზიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე –  გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი – მარინა ბურჭულაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე
 
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება

შინაარსი
 
პირველი მოქმედება: სამთავროს მოხელის სახლი
ივლისის საღამოს სამთავროს მოხელე უმცროს შვილებს საშობაო სიმღერას ასწავლის. მან რომელმაც ცოტა ხნის წინ ცოლი დაკარგა, ამიტომ, ბავშვებს უფროსი ქალიშვილი, შარლოტე უვლის.
 
ივლისში საშობაო სიმღერის გაგონება ძალიან ახალისებთ გზად მიმავალ შმიდტს და იოჰანს, მოხელის მეგობრებს. ისინი, ცოტა ხნით, მოსაკითხად შემოივლიან და  აქილიკებენ ახალგაზრდა პოეტს, ვერთერს, რომელმაც შარლოტე მეჯლისზე უნდა წაიყვანოს, მოიკითხავენ მის საქმროს, ალბერტს და მიდიან.
 
მოხელე და ბავშვები შინ შედიან. დაცარიელებულ ეზოში ჩნდება ვერთერი, რომელიც ბუნების მშვენიერებას მოუჯადოებია. ის ხედავს სამეჯლისოდ მორთულ შარლოტეს, რომელიც, წასვლამდე, ბავშვებს ტკბილეულს ურიგებს, შემდეგ კი მათ მომდევნო დას, 15 წლის სოფის ჩააბარებს. ამ იდილიური სცენის ნახვით გულის სიღრმემდე შეძრული ვერთერი შარლოტესთან ერთად მეჯლისზე მიდის.
 
ღამდება. მოხელე გადაწყვეტს, შმიდტსა და იოჰანთან ერთად ტრაქტირში დასალევად წავიდეს. სოფი, ბავშვებთან ერთად, შინ მარტოა. მოულოდნელად, ექვსთვიანი მოგზაურობის შემდეგ, ბრუნდება ალბერტი. ის ცოტათი იმედგაცრუებულია, რომ შარლოტე შინ არ დახვდა. სოფისთან მხიარული და იმედიანი საუბრის მერე, ალბერტი მიდის და იბარებს, რომ დილით ისევ მოვა.
 
მთვარის შუქზე, გვიან ღამით, მეჯლისიდან შარლოტე და ვერთერი ერთმანეთით მოხიბლულნი ბრუნდებიან. ვერთერი აღტაცებულია გოგონას სილამაზით და ოჯახისადმი თავდადებით. შარლოტე დედას იგონებს. ბოლოს, ვერთერი მას სიყვარულში გამოუტყდება და ის-ისაა, უნდა აკოცოს, როცა მოხელეს ხმა გაისმის, რომელიც დაბრუნებულ შვილს ეძახის, ალბერტის დაბრუნება რომ აცნობოს. მაშინ შარლოტე აღიარებს, რომ ვერთერთან გატარებულმა საღამომ მას დაავიწყა დედისთვის მიცემული ფიცი: ის ცოლად ალბერტს მიჰყვება. ახალგაზრდა პოეტს თავზარი ეცემა.
 
 
მეორე მოქმედება: ცაცხვები
სამი თვე გავიდა. შარლოტე და ალბერტი დაქორწინდნენ და ახლა, გვიანი სექტემბრის დღეს, ვეცლარის მცხოვრებლებთან ერთად ისინიც მიემართებიან ტაძრისკენ, რათა პასტორის ქორწინების 50 წლისთავი აღნიშნონ. აქვეა ვერთერიც. ის კვლავ ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას ახალდაქორწინებულებთან, თუმცა, მუდმივად აწამებს აზრი, რომ შარლოტე ახლა სხვა კაცს ეკუთვნის.
 
ალბერტი კარგად ხვდება, რა აწუხებს ვერთერს და ცდილობს ანუგეშოს იგი, მაგრამ, ვერთერი პასუხობს, რომ მის გულში მეგობრობის გარდა არაფერია. შემდეგ სოფი ცდილობს საცეკვაოდ მიიწვიოს ის და ამით დაეხმაროს დარდების გაფანტვაში, მაგრამ ამაოდ.
 
ეკლესიაში შარლოტე შემოდის. ვერთერი ახლა უკვე თავს ვეღარ იკავებს და მათ პირველ შეხვედრას ახსენებს ქალს, რომელსაც, თავის მხრივ, მისი, როგორც ცოლის მოვალეობებიც კარგად ახსოვს. ამიტომ, მიაჩნია, რომ ორივესთვის უმჯობესი იქნება, თუ ვერთერი ვეცლარს გარკვეული დროით, თუნდაც შობამდე დატოვებს. სასოწარკვეთილ პოეტს თვითმკვლელობაზე აზრები უჩნდება.
 
სოფი ბრუნდება, რომ ვერთერი ზეიმზე წაიყვანოს, მაგრამ უკმეხ პასუხს იღებს, რომ მან აქედან სამუდამოდ წასვლა გადაწყვიტა. აცრემლებული გოგონა ამ ახალ ამბავს სხვებს უყვება და ალბერტი ხვდება, რომ ვერთერს კვლავ უყვარს შარლოტე.
ზეიმი იწყება.
 
 
მესამე მოქმედება: ალბერტის სახლი
შობის საღამოა. შარლოტე შინ მარტოა და გაუთავებლად კითხულობს ვერთერის წერილებს და საკუთარ თავს უტყდება, რომ კვლავ უყვარს იგი. სოფი მოდის და ცდილობს გაამხნევოს და, მაგრამ მას არაფერი ანუგეშებს.
 
მოულოდნელად, ჩნდება ვერთერი. ის და შარლოტე იგონებენ წარსულის ბედნიერ შეხვედრებს და ვერთერი უკითხავს მას თავის ახალ თარგმანს - ოსიანის ლექსს. კითხვის განმავლობაში, ხვდება, რომ ქალს ყოველთვის უყვარდა და ახლაც უყვარს იგი.
 
რამდენიმე წამით წყვილი ერთმანეთს ეხვევა, მაგრამ შარლოტე გონს მოეგება, ვერთერს მოიშორებს, პანიკაში მყოფი სწრაფად, სამუდამოდ დაემშვიდობება და ოთახიდან გარბის. ამგვარი გამომშვიდობება სასიკვდილო განაჩენად ჟღერს ვერთერისთვის და ის საბოლოოდ გადაწყვეტს თვითმკვლელობას.
 
შინ დაბრუნებული ალბერტი შარლოტეს სრულიად განადგურებულს პოულობს და შეკითხვებს დააყრის. მსახურს შეტყობინება მოაქვს: ვერთერი სწერს ალბერტს ხანგრძლივ მოგზაურობაში თან წასაღებად პისტოლეტები ათხოვოს. ალბერტი მსახურისვე ხელით გაუგზავნის მათ. შარლოტეს საშინელი წინათგრძნობა მოიცავს და  ვერთერის სახლისკენ მიიჩქარის
 
ღამე, თოვლში შარლოტე ვერთერის სახლისკენ მირბის. ამასობაში, ვერთერი გამოსამშვიდობებელ წერილს წერს და ალბერტის პისტოლეტით თავს იკლავს.
 
შარლოტე სასიკვდილოდ დაჭრილ ვერთერს თავისსავე კაბინეტში პოულობს. მას აბედნიერებს უკანასკნელი წუთების შარლოტესთან გატარების შესაძლებლობა და არ სურს ქალმა ვინმეს უხმოს დასახმარებლად. შარლოტე ბოლოს და ბოლოს აღიარებს, რომ მათი პირველივე შეხვედრის დღიდან უყვარდა იგი.
ვერთერი კვდება. შარლოტე გონებას კარგავს. გარედან ბავშვების მხიარული საშობაო სიმღერა მოისმის.


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი