State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2021
    • ბალეტის სეზონი 2021
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
სეზონი 166

16 ივნისი, 2018 წელი

პრემიერა

ჯუზეპე ვერდი

სიმონ ბოკანეგრა
ოპერა პროლოგითა და სამი მოქმედებით
ლიბრეტოს ავტორები: ფრანჩესკო მარია პიავე და არიგო ბოიტო. 

პრემიერა: ვენეციის Teatro La Fenice, 1857 წლის 12 მარტი 
მეორე რედაქციის პრემიერა: მილანის La Scala, 1881 წლის 24 მარტი

სიმონ ბოკანეგრა - ვიტორიო ვიტელი
იაკოპო ფიესკო - კახა თეთვაძე
ამელია გრიმალდი - ირინა თაბორიძე
გაბრიელე ადორნო - გიორგი მელაძე
პაოლო ალბიანი  - გიორგი მჭედლიშვილი
პიეტრო - გიორგი ჭელიძე
მოისართა კაპიტანი - ფილიპე ღაჭავა
ამელიას მოახლე - მანანა იორდანიშვილი

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო  თეატრის
გუნდი და ორკესტრი

მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი: შალვა შაორშაძე

დამდგმელი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი (მთავარი დირიჟორი)
დამდგმელი რეჟისორი: ალფონსო სინიორინი
კოსტიუმების მხატვარი: ესტერ მარტინი

გენუის კარლო ფელიჩეს თეატრის პროდუქცია

სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე

*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება

1339 წლის 23 სექტემბერს - გენუის რესპუბლიკის მოსახლეობამ უვადოდ აირჩია მისი პირველი დოჟი, სიმონ ბოკანეგრა.

1843 წელს - ანტონიო გარსია გუტიერესმა მისი ცხოვრება ოთხმოქმედებიან დრამად აქცია.

1857 წლის 12 მარტს - ვენეციაში პირველად შესრულდა გუტიერესის დრამის მიხედვით შექმნილი ვერდის ოპერა.

2018 წლის 10 ივნისიდან - პირველად საქართველოში, სიმონ ბოკანეგრას ცხოვრების ვერდისეულ ვერსიას მაყურებელი თბილისის ოპერაში ნახავს.
შინაარსი
​
პროლოგი
გენუა, მეთოთხმეტე საუკუნე
 
პლებეები, პიეტროს და პაოლოს მეთაურობით, არისტოკრატიის დამხობას გეგმავენ. რესპუბლიკის მომავალი დოჟის კანდიდატად ისინი ყოფილი მეკობრის, სიმონ ბოკანეგრას წარდგენას აპირებენ. ბოკანეგრა თანხმდება იმედით, რომ ახალი მდგომარეობა მას დაეხმარება იქორწინოს მარიაზე, პატრიც იაკოპო ფიესკოს ქალიშვილზე, რომელიც მამამ, ბოკანეგრასგან უკანონო შვილის გაჩენის გამო შინ გამოკეტა.
 
ფიესკო გლოვობს მარიას მოულოდნელ სიკვდილს, რის შესახებაც ბოკანეგრამ არაფერი იცის, ამიტომაც, მასთან მშვიდობის დამყარებას ცდილობს. მაგრამ პატრიცი, პირველ რიგში, მოითხოვს ბოკანეგრამ მას შვილიშვილი, მარიას გოგონა დაუბრუნოს. პასუხად იგებს, რომ ბავშვი საიდუმლო ვითარებაში გაქრა.
 
მამაკაცები ერთმანეთს შორდებიან და ბოკანეგრა ფიესკოს სასახლეში მარიას მოსაძებნად შედის. სწორედ მაშინ, როცა მას მკვდარს ხედავს, ხალხი მას დოჟად ასახელებს.
 
 
პირველი მოქმედება
მმართველობის ოცდახუთი წლის განმავლობაში ბოკანეგრამ პოლიტიკური ოპონენტების დიდი ნაწილი განდევნა. მათ შორის ფიესკოც. ახლა ის გენუიდან მოშორებით, გრიმალდების საგვარეულო სასახლეში ანდრეა გრიმალდის სახელით ცხოვრობს და დოჟის წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში მონაწილეობს. გრიმალდები მეურვეობენ ობოლ გოგონას, ამელიას, რომელიც დიდი ხნის წინ მიტოვებული იპოვეს. ამელია იზრდება, როგორც ნამდვილი გრიმალდი და ოჯახის მემკვიდრე, არავინ იცის, რომ ის, სინამდვილეში, მარია ბოკანეგრაა, ბოკანეგრას შვილი და ფიესკოს შვილიშვილი.  ახალგაზრდა ქალს უყვარს პატრიცი გაბრიელე ადორნო, რომელიც ფიესკოსთან ერთად მონაწილეობს შეთქმულებაში.
 
გრიმალდის სასახლის ბაღში ამელია გაბრიელეს ხვდება და აფრთხილებს საფრთხეებზე, რომელიც მას ელის. ასევე ატყობინებს, რომ დოჟს სურს იგი თავის ერთ-ერთ კარისკაცს, პაოლოს მიათხოვოს. გაბრიელე იმედოვნებს, რომ ამელიაზე თვითონ დაქორწინდება და ყურადღებას არ აქცევს ფაქტს, რომ ის ნამდვილი გრიმალდი კი არა, გაურკვეველი წარმომავლობის ობოლია. ამელიას მეურვე, ფიესკო ლოცავს მათ კავშირს. დარწმუნებული იმაში, რომ დოჟის ჩამოგდებას შეძლებენ - გაბრიელე მიდის.
 
გამოჩნდება ბოკანეგრა და ამელიას აცნობებს, რომ მან მისი განდევნილი ძმები, გრიმალდები შეიწყალა. დოჟის სიკეთით მოხიბლული ამელია მას გაბრიელესადმი სიყვარულს გაუმხელს და თავისი წარსულის შესახებაც უამბობს. ერთადერთი ნივთი რაც მას ადრეულ წარსულთან აკავშირებს, მედალიონია დედის პორტრეტია. ამგვარი მედალიონი ბოკანეგრასაც აქვს, მათში მოთავსებული პორტრეტების შედარებისას, ბოკანეგრა ხვდება, რომ მის წინაშე დიდი ხნის წინ დაკარგული შვილია და ისინი ერთმანეთს ეხვევიან. როცა გოგონა მიდის, ბოკანეგრა ეუბნება პაოლოს, ქორწინებაზე არავითარი იმედი აღარ იქონიოს. პაოლო, პიეტროს დახმარებით, ამელიას მოტაცებას დაგეგმავს.
 
ბოკანეგრა ქალაქის საბჭოს არწმუნებს, ვენეციასთან მშვიდობა შეინარჩუნონ. შემორბის ბრბოსგან დევნილი გაბრიელე: მან ახლახან მოკლა კაცი, რომელიც ამელიას გატაცებას ცდილობდა. ახლა ის ბოკანეგრას ადანაშაულებს ამ გატაცების მცდელობის მოწყობაში და მის მოკვლას ცდილობს. დაპირისპირებას ამელია წყვეტს, რომელიც ყვება, თუ როგორ დააღწია გამტაცებლებს თავი, მაგრამ უარზეა გაამხილოს, ვინაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. კვლავ იფეთქებს კამათი და ბოკანეგრა კვლავ მშვიდობისკენ მოწოდებით გამოდის. ის წყევლის ამელიას გამტაცებლებს და უბრძანებს პაოლოს, გაიმეოროს მისი სიტყვები. შეშინებული პაოლო იძულებულია დამორჩილდეს, თუმცა, კარგად იცის რომ ამით საკუთარ თავს წყევლის.
 
 
მეორე მოქმედება
ბოკანეგრას ქმედებაზე საპასუხოდ, პაოლო მას სასმელ წყალს მოუწამლავს. შემდეგ კი, პიეტრო, მისი ბრძანებით, დილეგიდან ადორნოს და ფიესკოს გამოაპარებს, რათა ისინი სათითაოდ დაითანხმოს ბოკანეგრას საიდუმლო მკვლელობაზე. თავდაპირველად ისინი ფიესკოს სთავაზობენ შურისძიებას, მაგრამ მოხუცი პატრიცი ამ სიმდაბლეზე უარს ამბობს. მაშინ, პაოლო ცდილობს ადორნოს ბოკანეგრასა და ამელიას სასიყვარულო ურთიერთობაზე ეჭვიანობით აურიოს გონება. შემოდის ამელია. სანამ ის მოახერხებს ბრაზით ანთებულ შეყვარებულს რამე აუხსნას, ბოკანეგრაც ჩნდება. ამელია ადორნოს მალავს, ხოლო მამისგან შეწყალებას გამოთხოვს.
 
მარტო დარჩენილი დოჟი მოწამლულ წყალს სვამს და ძილი ერევა. ადორნო, რომელმაც კვლავ არაფერი იცის, სამალავიდან გამოდის და ბოკანეგრას მოკვლას აპირებს. მაგრამ მას მოულოდნელად დაბრუნებული ამელია გადაეღობება. საბოლოოდ, გაბრიელე ყველაფერს შეიტყობს. ფანჯრიდან აჯანყებულთა ხმაური მოისმის. ადორნო დაიფიცებს, რომ ამიერიდან ბოკანეგრას მხარეს იბრძოლებს, თუ მეამბოხეები მის სამშვიდობო გზავნილს უარყოფენ.
 
III მოქმედება
გენუელები აჯანყებულებზე ბოკანეგრას გამარჯვებას ზეიმობენ. მშვილდოსანთა კაპიტანი ფიესკოს მისი პარტიის, გუელფების დამარცხებას აცნობებს, ხმალს უბრუნებს და ათავისუფლებს. ჩნდება ეშაფოტისკენ მიმავალი პაოლო - მას, როგორც მოღალატეს, სიკვდილი მიესაჯა. შორიდან ამელიას და ადორნოს საქორწინო პროცესიის გალობა ისმის და გამწარებული პაოლო ფიესკოსთან აღიარებს, რომ თავდაპირველად მან მიუსაჯა სიკვდილი ბოკანეგრას, როცა სასმელი წყალი მოუწამლა, მანვე სცადა ამელიას მოტაცებაც.
 
პაოლოს გაიყვანენ, ფიესკო კი იქვე დაიმალება, რათა ბოკანეგრას, რომელსაც ის მკვდარი ჰგონია, აჩრდილივით გამოეცხადოს.
 
შემოდის თითქმის მომაკვდავი ბოკანეგრა, რომელიც ბოლო წუთებში მის საყვარელ ზღვაზე და მის წიაღში სიკვდილზე ოცნებობს. ფიესკო სამალავიდან გამოდის და აუწყებს, რომ მისი საათები დათვლილია. დოჟი მას მშვიდად ხვდება და ამელიას ნამდვილ ვინაობას უმხელს. ფიესკოს ცრემლები წასკდება და მამაკაცებს შორის ყოველგვარი უთანხმოება ქრება. შემოდიან ამელია და გაბრიელე. ბოკანეგრა შვილს ფიესკოს ნამდვილ ვინაობას უმხელს, შემდეგ ახალდაქორწინებულებს ლოცავს, ადორნოს მის მემკვიდრედ ასახელებს და საყვარელ მარიასთან საიქიოში შეხვედრის მოლოდინით ბედნიერი კვდება.
 
 


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2021
    • ბალეტის სეზონი 2021
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი