24 ივნისი, 2018 წელი
Orawa
(მსოფლიო პრემიერა)
კონცეფცია და ქორეოგრაფია: მედი ვალერსკი
დრამატურგი: პიერ პონვიანი
ქორეოგრაფის ასისტენტი: სილვენ სენეზი
კოსტიუმების დიზაინი: მედი ვალერსკი ნინო ოჩიაურთან ერთად
დეკორაციის დიზაინი: მედი ვალერსკი პიერ პონვიანთან ერთად
განათების მხატვარი: ჯორდან ტუინმაინი მედი ვალერსკისა და პიერ პონვიანთან ერთად
მუსიკა: ვოიცეხ კილარის Orawa; პიტერ ბროდერიკის Violin Solo, No.1 ; პიერ პონვიანის საუნდსკეიპი
PETITE CEREMONIE
მედი ვალერსკის ქორეოგრაფია და სცენოგრაფია
სილვენ სენეზის დადგმა
მუსიკა: მოცარტის, ბელინის, როჯერსი / ჰარტის და ვივალდის ნაწარმოებები, მედჰი ვალერსკის კომპილაცია
კოსტიუმების მხატვარი: ლინდა ჩოუ
განათების მხატვარი: ბონი ბიჩერი
ბალეტის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2011 წლის 17 თებერვალს, ვანკუვერში (კანადა).
პრემიერა თბილისში შედგა 2017 წლის 4 თებერვალს
SPELLBOUND CONTEMPORARY BALLET (იტალია)
Formami
ქორეოგრაფია: მაურო ასტოლფი
მოცეკვავეები: მარია კოსუ, მარიო ლატერცა, ჯაკომო ტოდესკი
მუსიკა: ჯოელ ბევინგი, ჰანს ციმერი & ბენჯამენ ვოლფიში
განათების დიზაინი: მარკო პოლიკასტრო
Spellbound-ის პროდუქცია განხორციელებულია იტალიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურული ღონისძიებებისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით.
Rossini Ouvertures
(ნაწყვეტები ბალეტიდან)
ქორეოგრაფია და რეჟისურა: მაურო ასტოლფი
მოცეკვავეები: მარია კოსუ, ჯულიანა მელე, ლორენცო კაპოცი, ავრორა სტრეტი, ალიჩე კოლომბო, კატერინა პოლიტი, მარიო ლატერცა, პაბლო ჯიროლამი, ჯაკომო ტოდესკი
მუსიკა: ჯოაკინო როსინი
განათების მხატვრობა: მარკო პოლიკასტრო
კოსტიუმების მხატვრობა: ვერდიანა ანგელუჩი
Orawa
„ეს ახალი ნამუშევარი შთაგონებულია ვოიცეხ კილარის ნაწარმოებით Orawa.
პიესის სახელწოდება, რომელიც ამთავრებს კილარის ნამუშევრების ციკლს „ტატრას მთები“ - სხვადასხვა ასოციაციას იწვევს. იგი არა მარტო ორავას გეოგრაფიული რეგიონის სახელწოდებაა, არამედ ასევე, მდინარისაც, რომელიც ამ რეგიონში მიედინება.
ბალეტში 23 მოცეკვავე მონაწილეობს. ისინი, წყლის ნაკადის მსგავსად, რომელიც ბუნებაში სწრაფად მიედინება - სხვადასხვა მუსიკალურ ლანდშაფტში მიიწევენ წინ. ისინი, მოძრაობენ რა რიტმსა და ჰარმონიაში, ქმნიან კალეიდოსკოპურ, საცეკვაო მონაკვეთებს, რომლებიც ტრანსფორმირდებიან მუსიკის განვითარებასთან ერთად; მუსიკისა, რომლის კულმინაციური, კრეშჩენდირებადი ენერგია კილარის მძლავრი შედევრის სარკისებური ანარეკლია“.
Petite Ceremonie
ადამიანების ჯგუფი შესაფერისი სივრცის, სრულყოფილი წონასწორობის ძიებისას. ქალები და მამაკაცები. განსხვავებული ტვინები. ყუთები და მავთულები კავშირის დამყარების, ჰარმონიული სურათის შექმნის მცდელობისას.
მსურს, მადლობა გადავუხადო მოცეკვავეებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, შემოქმედებისა და პოზიტიურობისთვის, ასევე სილვენსა და ემილის-მხარდაჭერისთვის.
ალექსანდრე ბარტონი, დარიო დინუცი, ლივონა ელისი, ლიონ ფეიზო-გასი, შენონ ფერგიუსონი, ალექსის ფლეჩერი, მეგი ფორგერონი, ელისონ ფრეცი, კონორ ნამი, დელფინ ლერუა, რეიჩელ პრინსი, დონალდ სეილზი, გილბერტ სმოლი, პიტერ სმიდა, მაკაილა უოლისი.
მედი ვალერსკი
ქორეოგრაფი
Formami
Formami ვირტუალური შავი ყუთია, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ იპოვეს. თუმცა, ეს მთლად უბედური შემთხვევა არაა, არამედ იგი უფრო მეტად გაუგებრობაა, დიდი გაურკვევლობა. ეს ის მომენტია, როცა შენ საკუთარ თავს კარგავ, მაგრამ როცა გზის ჩვენებას ითხოვ, შეგრძნება გაქვს, რომ არავინ იცის თუ რა გირჩიოს... ხშირად, ცხოვრებაში ეძებ ვიღაცას რომ გაგიძღვეს, მიმართულება მოგცეს... მაგრამ შემდეგ, საკუთარ თავთან აღმოჩნდები, საკუთარ თავს ესაუბრები, თითქოს შემოქმედს ელაპარაკები და სთხოვ: „შემქმენი!”. ჩვენი ცხოვრების ყველა უბედური შემთხვევისას შავი ყუთი რომ ნამდვილად გვქონდეს, რომ შეგვეძლოს დამახსოვრება და იმის მიხვედრა, თუ რატომ მოხდა ეს... სხვა სხეულების, გონების, მგრძნობელობის შექმნას დავიწყებდით. Formami - მარადიული მოძრაობაა.
Rossini Ouvertures
„(...) მე წავიკითხე ამ ექსტრაორდინალური კომპოზიტორის ამბავი, რომელიც უცებ სადღაც გაუჩინარდა... თითქოს მან შეწყვიტა საუბარი და შემდეგ უკან დაბრუნდა... და კითხულობს: „ხოდა, სად გავჩერდით?“ Spellbound გადადის სიზმრისეულ მოგზაურობაში, რომელიც ბევრი მოგონებისგან, გარემოებისგან და ხასიათისგან შედგება. ისინი მარტოსული, მხიარული, მოწყენილი და გაბედული ადამიანების ამბებს ყვებიან. პერსონაჟები ცხოვრობენ, ქმნიან, წინ და უკან გადაადგილდებიან, ბინადრობენ ემბლემატურ და მისტიკურ სტრუქტურაში, რომელიც სხვა არაფერია თუ არა უზარმაზარი საცავი, როსინის საიდუმლო სახლი, რომელმაც მისი მაგია, საკვები, სიამოვნებები შეინახა, აღნუსხა და შეაგროვა.